Rallying-Kubica signs up for full world
championship campaign
13 დეკემბერი
რობერტ კუბიცა მომავალი სეზონიდან რალის მსოფლიო
ჩემპიონატში „ფორდ ფიესტათი“ იასპარეზებს. მან კონტრაქტი გააფორმა გუნდ „M-სპორტთან“
და იმავდროულად, მინიმუმ ერთი წლით გადადო წრიულ რბოლებში, კონკრეტულად კი ფორმულა
ერთში დაბრუნება. ეს ინფორმაცია ფორმულა ერთის ყოფილმა მრბოლმა გამოაქვეყნა.
„მას შემდეგ, რაც ის რალის მსოფლიო ჩემპიონატის
არენაზე შემოიჭრა, ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენს გუნდში გადმოსულიყო. ვფიქრობ,
მისგან ახალ სეზონში ბევრი კარგი შედეგია მოსალოდნელი. რომ გენახათ, რა
ენთუზიაზმით ემზადებოდა გასული სეზონისთვის, მიხვდებდით, რას ნიშნავს მისთვის
რალი.
29 წლის პოლონელმა მრბოლმა „სიტროენით“ გასულ სეზონში
WRC2 სერია მოიგო, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დონეა. სეზონის ბოლოს კი მსოფლიო
ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე - ბრიტანეთის რალიზე იასპარეზა. სეზონის ბოლოს, FIA-ს
დაჯილდოების ცერემონიაზე, კუბიცა წლის გამორჩეული პიროვნების საპატიო წოდებით დააჯილდვეს.
კუბიცასთან ერთად, „M-სპორტის“ მიერ მომზადებული „ფორდ
ფიესტათი“ ფინლი მიკო ჰირვონენიც იასპარეზებს, რომელიც ბრიტანულ გუნდს „სიტროენიდან“
დაუბრუნდა. მესამე მანქანის საჭეს უელსელი ელფინ ევანსი მიუჯდება.
No comments:
Post a Comment