დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 3, 2013

„რენო“ ჟენევაში პლაგ-ინ ჰიბრიდულ კონცეპტს გვიჩვენებს

Renault to Debut New 2L/100KM PHEV Study at 2014 Geneva Show
3 დეკემბერი
ჟენევის მომავალი წლის მოტორ შოუსთვის, „რენო“ სუბკომპაქტურ „კლიოს“ ზომის კონცეპტუალურ ავტომობილს ამზადებს, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილი ასი კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 2.0 ლიტრ საწვავს მოიხმარს. კომპანიის კვლევების, ექსპერიმენტებისა და ახალი მასალების დეპარტამენტის შეფი რემი ბასტიანი გამოცემა „ავტო ექსპრესთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი კომპანია, ბენზინის შიდაწვის ძრავზე ბაზირებულ პლაგ-ინ ჰიბრიდულ სისტემას იკვლევს, რისთვისაც სატესტო პროტოტიპი აქვს შემუშავებული. სწორედ ავტომობილი მოიხმარს ას კილომეტრზე ორ ლიტრ ბენზინს.
ბასტიანი დასძენს, რომ კონცეპტუალური ავტომობილის პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება, მოგვიანებით კი მის ბაზაზე, სერიული ვერსიის წარმოება დაიწყება. ეს იქნრბა ხელმისაწვდომი ავტომობილი და მცირე გაბარიტების მიუხედავად, მყიდველს ეკონომიურობის გარდა, ფართო სალონით და კომფორტითაც მიიზიდავს. მას არ დაუზუსტებია, ეს ავტომობილი ბაზირებული იქნება თუ არა ელექტრომობილ „ზოის“ არქიტექტურაზე.
ბასტიანის თქმით, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების შემუშავების პარალელურად, მისი კომპანიის მიზანს, ასეთი ავტომობილების პრაქტიკულობის გაუმჯობესებაცაა. ის ამბობს, რომ ელექტრო ენერგიის შესანახი ელემენტების ტექნოლოგია მალე შესამჩნევად დაიხვეწება, რაც მწარმოებლებს ელექტრომობილების საექსპლუატაციო მახასიათებლების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. საერთო ჯამში, გაიზრდება სვლის სიშორე, შემცირდება დამუხტვისთვის საჭირო დრო და გაიზრდება ელემენტების მუშაობის რესურსი. ეს ყველაფერი კი ელექტრომობილების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

No comments:

Post a Comment