New Jaguar F-Type Coupe Teased, will Debut at LA
and Tokyo Auto Shows
6 ნოემბერი
„იაგუარმა“ ინტერნეტით ახალი „F-ტაიპ კუპეს“ ფოტო ტიზერი
გაავრცელა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე (19
ნოემბერს) გაიმართება, ერთი დღის შემდეგ კი მას ტოკიოს მოტორ შოუზეც წარადგენენ.
ბრიტანული კომპანიის განცხადებით, ახალი „F-ტაიპ კუპე“ არის კონცეპტუალური C-X16-ის
სერიული ვერსია და ის მეტწილად ალუმინისგანაა დამზადებული.
ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალი
ავტომობილი 3.0-ლიტრიანი მექანიკურ დამჭირხნიანი V6 ძრავით აღიჭურვება, რომლის
ერთი ვერსიაც 335 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი - 375 ცხენის ძალას. ძრავების
გამაში ასევე შევა მექანიკურ დამჭირხნიანი V8,
რომლის სიმძლავრეც 488 ცხენის ძალაა. ძრავებს 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა
კოლოფი დაუკავშირდება.
კომპანიის დიზაინის დირექტორი იან კალუმი ამბობს: „როცა
კონცეპტუალური C-X16 გავაკეთეთ, მასზე წარმოუდგენლად კარგი გამოხმაურებები
მივიღეთ. ამიტომ ლოს ანჯელესში სერიული „F-ტაიპ კუპეს“ პრემიერას მოუთმენლად
ველით. სპორტულ კუპეზე მუშაობა სასიამოვნო პროცესი იყო და მე ვიცი, რომ ვიზუალურად
და დინამიურობის მხრივ, ახალი „F-ტაიპ კუპე“ თავის კლასში ახალ სტანდარტს
დაამკვიდრებს“.
No comments:
Post a Comment