J Mays retiring from Ford design, succeeded by
Moray Callum
6 ნოემბერი
„ფორდს“ მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მენეჯერი,
კომპანიის მთავარი დიზაინერი ჯეი მეისი ტოვებს. ამ ადამიანმა ავტოინდუსტრიაში 33
წელი გაატარა, მათგან 16 ცისფერ ოვალში და არაერთ გამორჩეულ პროექტს უხელმძღვანელა.
ამერიკული კომპანიის დიზაინის ხელმღვანელის პოსტზე მის ადგილს „ფორდის“ ჯგუფის დიზაინის
ვიცე პრეზიდენტი მორეი კალუმი დაიკავებს, ვინც „იაგუარის“ დიზაინის დირექტორის,
იან კალუმის ძმაა.
დირბორნში გადასვლამდე, მეისი „აუდიში“, „ბეემვესა“
და „ფოლკსვაგენში“ მუშაობდა, სადაც ისეთ პროექტებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა
„აუდი TT“ და „ფოლკსვაგენის“ ახალი „ხოჭო“. „ფორდში“ 1997 წელს გადავიდა და
მაშინვე „ფორდის“, „ლინკოლნის“, „მერკურის“ და „მაზდას“ დიზაინის დირექტორი გახდა.
მასვე ჩააბარეს ჯგუფ „პრემიუმ ავტომოტივის“ (მასში გაერთიანებული იყო ვოლვო, ლენდ
როვერი, იაგუარი და ასტონ მარტინი) დიზაინის ხელმძღვანელობა. მეისი უშუალოდ მონაწილეობდა
„ფიუჟნის“, „ფოკუსის“, „ფიესტას“, „ტაურასის“,F-150-ის და „მუსტანგის“
შემუშავებაში, ასევე არაერთი კონცეპტუალური ავტომობილის (ატლასი, ევოსი, 427,
ფორტი-ნაინ, შელბი GR-1, ასევე ლინკოლნ MKZ და MKC) შემუშავებასაც ხელმძღვანელობდა.კალუმიც დიდი ხან, რაც „ფორდში“ მუშაობს. ის ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ბაზრებისთვის განკუთვნილი ავტომობილების შემუშავებას 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ხუთი წელი „მაზდაში“ გაატარა. ცისფერ ოვალში ის უახლესი „ფიუჟნის“, „ექსპლორერის“, „მუსტანგის“, „ეკოსპორტის“ და „ლინკოლნ MKZ-ის“ შექმნაში მონაწილეობდა.
No comments:
Post a Comment