Range Rover Sport Sets Fastest Desert Crossing
Time with Avg. Speed of 81.87 KM/H
6 ნოემბერი
„რეინჯ როვერ სპორტი“ კიდევ ერთი მიღწევის ავტორი
გახდა - საუდის არაბეთში მდებარე ქვიშის უდაბნო „ცარიელი მეოთხედი“, რომელიც ჩვენს
პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მკაცრი კლიმატით, უდიდესი ქვიშიან უდაბნოებს
შორის და მეორე უდიდესი ყველანაირ უდაბნოებს შორის (საჰარას შემდეგ), რეკორდულ
დროში გაიარა.
„ლენდ როვერის“ გუნდმა გარბენი საუდეთის ქალაქ ვად
ადა ვასირში დაიწყო და არაბეთის გაერთიანებული საემიროების საზღვართან დაასრულა. უდაბნოებში
რბოლის (მათ შორის, დაკარის არაერთგზის მონაწილემ) ესპანელმა სპეციალისტმა მოი
ტორალარდონამ 849 კილომეტრი 10 საათსა და 22 წუთში გაიარა, მისი საშუალო სიჩქარე
კი 81.87 კმ/სთ იყო.
მიღწევა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ გარბენში
სერიული „რეინჯ როვერ სპორტი“ მონაწილეობდა, რომელიც ბენზინის 5.0-ლიტრიანი, მექანიკურ
დამჭირხნიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და რომელიც 510 ცხენის ძალას იძლევა. ერთადერთი
მოდიფიკაცია, რომელიც ავტომობილს ჩაუტარდა, ძირზე დამცავი ფირფიტის დამაგრება იყო.
მასზე ბორბლებიც კი სერიული ეყენა.
„უდაბნოში რბოლა ურთულესი საქმეა და სიჩქარის
გარდა, მართვის დახვეწილ სტილსა და ტექნიკურ მონაცემებსაც საჭიროებს. სიზუსტე ძალიან
მნიშვნელოვანია, როცა დიუნებს გადხარ. უნდა შეგეძლოს, ზუსტად განსაზღვრო მომენტი,
როდის მოუმატო სიჩქარეს და როდის შეანელო. რაც მთავარია, გადაწყვეტილებები ემოციის
გარეშე, საღი გონებით უნდა მიიღო. მაგრამ საკმარისი არც ესაა, რადგან მანქანასაც
შესაბამისი მონაცემები უნდა ჰქონდეს. ის უნდა იყოს სწრაფი, სხარტი, ზუსტი და კარგად
უნდა რეაგირებდეს მართვაზე. „რეინჯ როვერ სპორტი“ სწორედ ასეთი ავტომობილია. ეს
მართლა საუკეთესო საშუალებაა უდაბნოს დასალაშქრად“, - ამბობს ტორალარდონა.
შეგახსენებთ, რომ „რეინჯ როვერ სპორტი“ ზაფხულში
პაიკს პიკის აღმართის რეკორდსმენი გახდა (თავის კლასში). 20-კილომეტრიანი აღმართიანი
დისტანცია 12 წუთსა და 35.61 წამში გაიარა.
No comments:
Post a Comment