Motor racing-Kovalainen replaces Raikkonen for
last two races
14 ნოემბერი
დარჩენილ ორ რბოლაში, „ლოტუსში“ კიმი რაიკონენს მისი
თანამემამულე ჰეიკი კოვალაინენი შეცვლის. რაიკონენი, ვისაც პილოტების კლასიფიკაციაში
მესამე ადგილი უკავია, წელზე ოპერაციას გაიკეთებს. კოვალაინენი, ვინც გასული სეზონის
მიწურულს, „კატერჰემში“ დაკარგა ძირითადი პილოტის ადგილი, ამავე გუნდის სარეზერვო
პილოტია და პერიოდულად, თავისუფალ პრაქტიკებზეც გამოჩნდება ხოლმე.
რაიკონენის შეცვლის იმედი ჰქონდა „ლოტუსის“
სარეზერვო პილოტს იტალიიდან, დავიდე ვალსეკის, მაგრამ ბრიტანული სეჯინიბოს შეფმა
ერიკ ბუიემ მას საჭე ვერ ანდო. მან განცხადა, რომ ვალსეკი ძალიან ნიჭიერი და
სწრაფი მრბოლია, მაგრამ ამ ეტაპზე, გუნდი კონსტრუქტორთა პირველობაზე საპრიზო
სამეულისთვის იბრძვის, რასაც სეზონის ბოლოს, მისთვის მილიონობით ევროს მოტანა შეუძლია.
ამ საქმეში კი უფრო მეტად გამოცდილ კოვალაინენს ენდობა.
ამასთან, ბუიემ მადლობა გადაუხადა „კატერჰემის“ შეფ
ტონი ფერნანდესს, რომელმაც კოვალაინენს „ლოტუსის“ მანქანით ასპარეზობის უფლება
მისცა. რა თქმა უნდა, ფერნანდესს ემადლიერება ფინელი პილოტიც, რომელსაც თავის
გამოჩენის კიდევ ერთი შანსი ეძლევა. ისიც კარგად ესმის, რომ თითქმის ერთწლიანი
პაუზის შემდეგ, კონკურენტულ გუნდში გადასვლა და პირველივე რბოლაში კარგი შედეგის
მიღწევა, ძალიან ძნელი იქნება. თუმცა დასძენს, რომ ენსტოუნის გუნდს კარგად იცნობს
და ვარაუდობს, რომ ეს ძალიან დაეხმარება.
No comments:
Post a Comment