Did You Know
that Ford Sold the Mustang in Germany as the T5 Because of Trademark Issues?
19 ოქტომბერი
„ფორდ
მუსტანგი“ ამერიკის ისეთივე სახეა, როგორიც „კოკა-კოლა“ და „მაკდონალდსი“, მაგრამ
თურმე ამ ავტომობილს გერმანიაში სულ სხვა სახელით ყიდდნენ... 1964-1979 წლებში
„ფორდი“ იძლებული ყოფილა, თავისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი
გერმანიის ბაზარზე, არაფრის მთქმელი T5-ის სახელით გაეყიდა.
ამის მიზეზი
კი ის იყო, რომ „მუსტანგი“ სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანია
„კრუპის“ ერთ-ერთ ავტომობილს ერქვა. ცისფერი ოვალიც იძულებული გახდა,
ავტომობილისთვის ის სახელი შეერჩია, რომლითაც მას ბაზარზე გამოსვლამდე, საპროექტო
ფაზაში მოიხსენიებდა.
სახელის
შეცვლის მიუხედავად, „ფორდმა“ ემბლემას ხელი მაინც არ ახლო - გერმანიისთვის
განკუთვნილ „მუსტანგებს“, მოჭენავე ცხენი ამშვენებდა. თუმცა, საჭის რგოლზე და წინა
ფრთასხმულობაზე T5 დააწერეს. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, მათ შორის გარე განათების
საშუალებებს, ისინი მხოლოდ ევროპული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად განხორციელდა.
მართალია,
გერმანიაში „მუსტანგებს“ ამერიკული კომპანიის ოფიციალური დილერები ჰყიდდნენ,
მაგრამ ბევრი ავტომობილი მაინც ამერიკის სამხედრო კონტინგენტის ეგრეთ წოდებული P-X
სისტემით შედიოდა. T5-საც ძირითადად ამერიკელი სამხედროები ყიდულობდნენ. შინ
დაბრუნებისას, ბევრმა მათგანმა თავისი ავტომობილიც ოკეანის გაღმა გაიყოლა, თუმცა
უფრო მეტმა გერმანიაშივე გაჰყიდა. სხვათა შორის, შარშან ამერიკის გარეთ გაყიდული „მუსტანგების“
თითქმის მეოთხედიც ამერიკელ სამხედროებს შეუძენიათ.
No comments:
Post a Comment