Hyundai to
Reveal Fully-Functioning Fuel Cell Farm Demonstration Next Week in London
19 ოქტომბერი
„ჰიუნდაი“ იმ
მცირერიცხოვან კომპანიათა შორისაა, რომლებიც დიდი მონდომებით მუშაობენ ფიჭური
ელემენტების მასობრივ წარმოებაში დანერგვაზე. კორეული კომპანია ასეთი სისტემით
აღჭურვილი პროტოტიპების ტესტირებას უკვე აწარმოებს მალე გახდება მსოფლიოში პირველი
კომპანია, რომელიც ასეთი ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილების სერიულ წარმოებას დაიწყებს.
თავისი ახალი
ტექნოლოგიის პოპულარიზაციისთვის, „ჰიუნდაი“ ლონდონის დიზაინის მუზეუმში, სპეციალურ
ჩვენებას მოაწყობს, რომლის დროსაც, საზოგადოებას წყალბადზე მომუშავე ფიჭური
ელემენტების მუშაობის პრინციპს გააცნობს. დემონსტრაციისას ასევე ჩატარდება ლექცია,
რომლის დროსაც საუბარი იქნება ენერგიის ამ სუფთა წყაროს უპირატესობებზე.
წყალბადის
ფიჭური ელემენტის ერთადერთი ნარჩენი პროდუქტი წყალია. სადემონსტრაციო ჩვენებისას, ფიჭური
ელემენტით აღჭურვილი ix35-ის გამოსაბოლქვთან დაკავშირებული იქნება ერთგვარი
ჰიდროპონიური მინი პარკი, რომელიც მცენარეებისა და აკვარიუმისთვის წყალს სწორედ
გამონაბოლქვიდან შეივსებს. ეს პროცესი გამოქვეყნებულ ოფიციალურ ფოტო ტიზერზეა ნაჩვენები.
„ჰიუნდაი“
აცხადებს, რომ წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგია იმ დონეზე აქვს
ათვისებული, რომ მისი სერიულ წარმოებაში დანერგვა ახლავე შეუძლია. მაგრამ ასეთი
სისტემით აღჭურვილი ავტომობილის ფასი ძალიან ძვირი იქნება. ამიტომ, ამ ეტაპზე
აქტუალური, ამ ტექნოლოგიის გაიაფებაა.
No comments:
Post a Comment