19 ოქტომბერი
ოქტომბრიდან „რენო“ საქართველოში მინივენ „დოკერის“
სამგზავრო და კომერციული ვერსიების გაყიდვას დაიწყებს. ავტომობილი, რომელმაც
თავისი ზომიერი ფასისა და მრავალფუნქციურობის წყალობით, სწრაფად მოიპოვა
პოპულარობა ევროპაში, ამიერიდან ქართველი ავტომოყვარულებისთვისაც ხელმისაწვდომი
გახდა.
სამგზავრო „დოკერი“ ხუთადგილიანი მინივენია და
მოსახერხებელია როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე პროფესიონალური
მოხმარებისთვის. თავის კლასში ამ ავტომობილს ყველაზე დიდი, 800-ლიტრიანი საბარგული
გააჩნია. საქართველოში მისი ფასი 10 500 ევროდან დაიწყება. რაც შეეხევა „დოკერ
ვენს“, ეს არის კომერციული ვენი, რომლის საბარგულის მოცულობაც 3 300 ლიტრს
აღწევს და ის მისწრებაა მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ადამიანებისთვის,
რომლებსაც მცირე რაოდენობით ტვირთის გადატანა უწევთ. ამ ავტომობილის საბაზო ფასი 10
700 ევრო იქნება.
სახელი „დოკერი“ ინგლისური სიტყვიდან წარმოდგება და
ის პორტის მუშას ნიშნავს. სახელი ზუსტად განსაზღვრავს ავტომობილის ხასიათს - ის
პატარა მუშაა, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეა და იმავდროულად, შედარებით მძიმე
სამუშაოს შესრულებაც შეუძლია. ზემოთ ნახსენები მისი საბარგულის მონაცემების გარდა,
ავტომობილს კომპაქტური გაბარიტებიც გამოარჩევს: მისი სიგრძე 4 360 მილიმეტრია, სიგანე
1 750 მილიმეტრი, სიმაღლე 1 810 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2 810
მილიმეტრი.
რა თქმა უნდა, ავტომობილი „რენოს“ კორპორატიულ
სტილშია შესრულებული, თუმცა მისი პროექტირებისას მთავარი მიზანი, მაქსიმალური
პრაქტიკულობის მიღწევა იყო. ამის ნიშანია თუნდაც ავტომობილის გვერდითა მოსრიალე
კარი, რაც არამხოლოდ ჩატვირთვის დროსაა მოსახერხებელი, არამედ პარკირებისას, იქ მასში
, ან ჩასხდომა-გადმოსვლასაც აადვილებს. დაკიდევ, „დოკერს“ საკმაოდ მაღალი კლირენსი
აქვს - 190 მილიმეტრი სამგზავრო ვერსიისთვის და 186 მილიმეტრი - „დოკერ ვენისთვის“.
სამგზავრო „დოკერის“ სალონში ხუთი ადამიანისთვისაა
სავარძლები, კომერციულ ვერსიას კი მხოლოდ ორი სავარძელი აქვს. სამაგიეროდ, 600
კილოგრამი ტვირთის გადატანა შეუძლია. მის საბარგულის სიგრძე 1 900 მილიმეტრია, რაც
მოცულობითი ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა. უფრო მეტიც, შესაძლებელია წინა
მგზავრის სავარძლის წინ მიწევა, რის შემდეგაც საბარგულის სიგრძე 2 240 მილიმეტრამდე
იზრდება. სავარძლის სრულად დაკეცვისას, საბარგულის 3 900 მილიმეტრს აღწევს.
ავტომობილი აღჭურვილია ან ბენზინის 1.6-ლიტრიანი,
ან დიზელის 1.5-ლიტრიანი ძრავით. პირველი 80 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი - 85
ცხენის ძალას. ორივე შემთხვევაში, ძრავს 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება.
ავტომობილის მონაცემებში მითითებულია, რომ ავტომობილს მაგისტრალზე ასი კილომეტრის
გავლა 4.7 ლიტრი დიზელით შეუძლია. სავარაუდოდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ის
დატვირთული (მგზავრებით, ან ბარგით) არაა. ამასთან, მუდმივად ბოლო საფეხურით უნდა
მოძრაობდეს და სიჩქარეც მუდმივი ჰქონდეს (70-90 კმ/სთ-ს ფარგლებში). ქალაქში კი
ხარჯი მეტია.
„რენოს“
ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია „ფრანს ავტო“, „დოკერის“
მყიდველს სამწლიან (ან 100 000 კილომეტრ გარბენზე) გარანტიას სთავაზობს.
No comments:
Post a Comment