Aston Martin Keen to Revive Lagonda Sub-Brand
with SUV Model, Says Report
14 ოქტომბერი
მას შემდეგ, რაც „მერსედეს-AMG-სთან“ პარტნიორობის
კონტრაქტი გააფორმა, „ასტონ მარტინმა“ საკუთარი საწარმოო პროგრამის და სამოდელო
გამის გაფართოება გადაწყვიტა. და როგორც ჩანს, პირველი სიახლე, რომელსაც
გამოუშვებს, უგზოობის ავტომობილი იქნება. და ამ ავტომობილს ქვებრენდ „ლაგონდას“
სახელით გამოუშვებს.
სხვათა შორის, ამ სახელით უგზოობის კონცეპტუალური
ავტომობილი „ასტონ მარტინმა“ ჟენევის 2009 წლის მოტორ შოუზე გვიჩვენა. ის
ავტომობილი „მერსედეს-ბენცის“ GL-ზე არის ბაზირებული, თუმცა ძალიან უშნოდ
გამოიყურება და ჟენევაში კრიტიკის მეტი არაფერი დაუმსახურებია. თუმცა, ბრიტანული
კომპანიისთვის მთავარი ეს კი არაა, არამედ ის, რომ უგზოობის ავტომობილებს საკუთარი
მარკით არ გამოუშვებს.
ჟენევაში მიღებული უარყოფითი გამოხმაურებების და
ფინანსური პრობლემების გამო, „ასტონ მარტინმა“ კონცეპტუალური „ლაგონდას“ პროექტი
თაროზე შემოდო. მაგრამ მისი გააქტიურება მაშინვე გადაწყვიტა, რაც უგზოობის პრემიუმ
ავტომობილების სეგმენტის გაფართოება „ბენტლიმ“, „ლამბორგინიმ“, „მაზერატიმ“ და „როლს
როისმაც“ კი მოისურვეს.
ამასთან, როგორც კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა
ულრიხ ბეცმა ავსტრალიურ გამოცემა „დრაივს“ განუცხადა, „ლაგონდას“ აღდგენა მხოლოდ
უგზოობის ავტომობილების წარმოების დასაწყებად არ გადაუწყვეტიათ. მისი თქმით, ასევე
ლიმუზინის კლასის და საშუალო ზომის ავტომობილების წარმოება იგეგმება.
„დარწმუნებული ვარ, „ლაგონდას“ სახელით
ავტომობილები გზებზე მალე გამოჩნდება. ეს სახელი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ
ჩვენი საბაზო ხაზის გარდა, სხვა ტიპის ავტომობილების წარმოებაც დავიწყოთ. რა თქმა
უნდა, მათ შორის უგზოობის ავტომობილიც იქნება“, - ამბობს ბეცი და აზუსტებს, რომ „ლაგონდას“
დაბრუნება 5-10 წელიწადში მოხდება. მისი თქმით, „V8 ვენტიჯის“, „რეპიდის“ და „ვენქვიშის“
გარდა, ყველა სხვა ავტომობილს „ლაგონდას“ მარკით გამოუშვებენ.
წარმოების მთავარი ინჟინერი იან მინარდსი ამბობს,
რომ „ასტონ მარტინის“ ალუმინის სტრუქტურა საკმაოდ მოქნილია იმისათვის, რომ მასზე დიდი
ზომის უგზოობის ავტომობილი დაამყნონ. მაგრამ თუ ბრიტანული კომპანია დაითანხმებს „მერსედეს-ბენცს“,
მაშინ ალბათ არჩევანი გერმანული კომპანიის GL-კლასის უგზოობის ავტომობილის
პლატფორმაზე შეჩერდება.
No comments:
Post a Comment