Land Rover Completes World’s First Hybrid
Expedition Along Silk Trail
14 ოქტომბერი
დიზელ ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვილმა სამმა „რეინჯ როვერმა“ დიდი მოგზაურობა დაასრულა, სახელწოდებით „აბრეშუმის გზა“. „ლენდ როვერის“ სოლიჰალის შტაბ ბინიდან (ბრიტანეთი), „იაგუარ ლენდ როვერის“ მფლობელი „ტატა მოტორზის“ შინაურ ქალაქ მუმბაიმდე (ინდოეთი) მათ 10 472 მილი (16 853 კმ) 53 დღეში გაიარეს.
დიზელ ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვილმა სამმა „რეინჯ როვერმა“ დიდი მოგზაურობა დაასრულა, სახელწოდებით „აბრეშუმის გზა“. „ლენდ როვერის“ სოლიჰალის შტაბ ბინიდან (ბრიტანეთი), „იაგუარ ლენდ როვერის“ მფლობელი „ტატა მოტორზის“ შინაურ ქალაქ მუმბაიმდე (ინდოეთი) მათ 10 472 მილი (16 853 კმ) 53 დღეში გაიარეს.
სამმა ჰიბრიდულმა რეინჯ როვერმა მარათონული გარბენის დროს სულ 13 ქვეყანა გაიარა. გზად ჰაერის ტემპერატურა ხან -10 გრადუსი იყო, ხან კი +43 გრადუსი. მოგზაურებს 3 350 და 5 379 მეტრ სიმაღლეზე გავლა უწევდათ და რა თქმა უნდა, ყველა ტიპის უგზოობაში იარეს. დაბოლოს, ეს სამი „რეინჯ როვერი“ გახდა პირველი უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილი, რომლებმაც სინძიან-ტიბეტის მაგისტრალზე გაიარეს.
ბრიტანული კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდული „რეინჯ როვერები“, რომლებიც 3.0-ლიტრიანი TDV6 დიზელითა და ელექტრო ძრავების (35 კილოვატი) ტანდემითაა აღჭურვილი, მოგზაურობის დროს, საშუალოდ ას კილომეტრზე 7.63-7.84 ლიტრ საწვავს მოიხმარდნენ.
„დიზელ ჰიბრიდული ავტომობილებით ასეთი შრეული ექსპედიციის, აბრეშუმის გზის მოწყობა, რომლის მარშრუტიც ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანაზე გადიოდა, ბევრი ავტომობილისთვის მიუღწეველი გამოწვევა იქნებოდა. მაგრამ ჰიბრიდული „რეინჯ როვერების“ პროტოტიპებისთვის, გაუვალ გზებზე და უმძიმეს კლიმატურ პირობებში გადაადგილებაც კი ჩვეულებრივი საქმეა. ამ ავტომობილების შემუშავებისას, ჩვენი მთავარი მიზანი, საწვავის ეკონომიურად მოხმარება და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირება იყო. ამასთან, არ უნდა შეგველახა „რეინჯ როვერის“ ყველგანმავლის თვისებები, მათი შიდა სივრცე და კომფორტი. ამ დაუვიწყარი მოგზაურობის წარმატებულად დასრულება იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ დასახულ მიზნებს მივაღწიეთ“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ ჰიბრიდების და ელექტრული სისტემების განყოფილების დრექტორი პიტერ რიჩინგსი.
„ლენდ როვერი“, თავის ისტორიაში პირველი ჰიბრიდული სერიული ავტომობილის გაყიდვებს ზოგიერთ ბაზარზე მომავალ წელს დაიწყებს.
No comments:
Post a Comment