დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 29, 2013

„ბირო“ - პატარა ელექტრომობილი მოსახსნელი აკუმულატორით

Biro electric car's battery can be removed for charging indoors
29 ოქტომბერი
გარდა იმისა, რომ თანამედროვე ელექტრომობილებს სვლის შედარებით მცირე სიშორე აქვთ და შედარებით ძვირადაც ფასობენ, მათ დამკვიდრებას ის ფაქტორიც აფერხებს, რომ ჯერჯერობით ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც ელექტრომობილების ენერგიით დამუხტვის სადგურების ქსელი მუშაობს. ამ პრობლემის მოგვარება, ებრაულ-ამერიკულმა კონსორციუმმა „ბეტერ პლეისმა“ სცადა, თუმცა საქმეს ბოლომდე ვერ მოაბა თავი და მუშაობა შეწყვიტა.


ელექტრომობილების მწარმოებლებს ერთი საინტერესო გამოსავალი აქვთ - მყიდველს ისეთ მოწყობილობას სთავაზობენ, რომლითაც ენერგიის შევსება სახლში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან იქნება შესაძლებელი. მაგრამ რას იზამთ, თუ თქვენს ელექტრომობილს ენერგია ისეთ ადგილას გამოელია, სადაც მისი შევსება შეუძლებელია? ვერაფერს, თუ თქვენს ელექტრომობილს „ბირო“ არ ჰქვია.
ამ სახელით პატარა ელექტრომობილს იტალიური კომპანია „ესტრიმა“ აწარმოებს. „ბირო“ ორადგილიანი ჯუჯაა და თუ მის შესახებ არაფერი გსმენიათ, ეს სულაც არაფერს ნიშნავს - უკვე რამდენიმე წელია, იტალიასა და ევროპის რიგ ქვეყნებში იყიდბა და საკმაოდ წარმატებითაც. ის ორი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელბიც უკანა ბორბლებშია მოთავსებული. ჯუჯას მაქსიმალური (ნომინალური) სიჩქარე სულ რაღაც, 45 კმ/სთ-ია, თუმცა საჭიროებისას, მყისიერად უფრო მეტის აკრეფაც შეუძლია. უბრალოდ, ეს რეკომენდებული არ არის, რადგან ამ დროს ენერგიის სწრაფი გადახარჯვა ხდება. ლითიუმის ელემენტებით აღჭურვილი „ბიროს“ სვლის სიშორე 40 კილომეტრია.

მყიდველს შეუძლია აირჩიოს ან ტყვიის აკუმულატორით, ან ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით, ან „ლითიუმ მაქსი“ ელემენტების ბლოკით აღჭურვილი „ბირო“. საბაზო ვერსიის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს ენერგიის წყაროს სწრაფი შეცვლის შესაძლებლობას. მაგრამ „ესტრიმამ“ შეიმუშავა სიახლე, რომელიც ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის სწრაფად შეცვლის საშუალებას იძლევა. ოღონდ, ასეთ სისტემას მყიდველს ოპციის სახით სთავაზობენ. ასეთი ელემენტების ბლოკის ტევადობა იგივე რჩება - ის „ბიროს“40 კილომეტრს გაატარებს. სამაგიეროდ, ამ ბლოკის მოხსნა წამებში შეიძლება. ამასთან, ბლოკს თავისი პატარა ბორბლები აქვს, რაც მის გადატანას აადვილებს. ჰოდა, დასამუხტ მინი-მოწყობილობასთან ერთად წაიღებთ, სადაც შტეპსელი გეგულებათ, შეაერთებთ და 4 საათში სრულად დამუხტული ელემენტები შეგიძლიათ მანქანაზე ისევ დააყენოთ. თუ შტეპსელი საკმაოდ ახლოსაა, შეგიძლიათ ბლოკი მანქანაშივე დატოვოთ. ასევე შესაძლებელია დაცლილი ბლოკის შინ დატოვება და მანქანაზე დამუხტულის დაყენება.
ელემენტების ბლოკის გარეშე, „ბირო“ იტალიაში 6 990 ევრო ღირს, ევროპის სხვა ქვეყნებში კი - 7 990 ევრო. ტყვიის აკუმულატორის ფასი 1 490 ევროა, ლითიუმ-იონური მოსახსნელი ბლოკისა - 3 990 ევრო.

No comments:

Post a Comment