FIA checks Red Bull for bending floor
29 ოქტომბერი
მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში „რედ ბულის“
დომინაციის მიზეზებს სპეციალისტები წვრილმანებში ეძებენ და ხანდახან თითქოს
პოულობენ კიდეც მათ, მაგრამ ავსტრიული გუნდი ყოველთვის ახერხებს თავის
გამართლებას. გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ამ თემაზე საინტერესო
ინფორმაციას ავრცელებს:
ბიბისის ტექნიკურმა ექსპერტმა გერი ანდერსონმა,
ვინც „სტიუარტის“ და „იაგუარის“ ყოფილი მთავარი ინჟინერია, სებასტიან ფეტელის მანქანაზე
ყურადღება მას შემდეგ გაამახვილა, რაც თერმული უკანა კამერის მიერ გადაღებული
ფოტოები დაათვალიერა. ფოტოებზე ჩანდა, რომ მანქანის ძირის ის ნაწილი, რომელიც პილოტის
ფეხების ქვეშაა და რომელსაც ხშირად „ჩაის ლანგარადაც“ (ფოტოზე) მოიხსენიებენ, ნელ
მოსახვევებში მეტისმეტად ხურდება.ანდერსონმა ივარაუდა, რომ გახურებისას, ძირის ეს ნაწილი დრეკადი ხდება და მაღლა იწევს, რაც მის ქვეშ ჰაერის ძლიერი ნაკადის გავლას უწყობს ხელს. ეს კი აეროდინამიკურ ეფექტს იძლევა, რომელიც მანქანის ჩაჭიდების ძალას ზრდის. ამ თეორიას დაეთანხმა „ფორს ინდია“, რომელსაც მიაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტა რეგლამენტის დარღვევაა.
ინდური ეტაპის დროს, FIA-ს ტექნიკურმა დელეგატმა ჯო
ბაუერმა ამ მოსაზრების საფუძვლიანობა შეამოწმა. ტესტირებისას, „ჩაის ლანგარი“ 300
გრადუსამდე გაახურეს. მაგრამ გახურების შემდგომ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა „სასურველი“
შედეგი ვერ გამოიღო - „ჩაის ლანგარი“ გახურების შემდეგაც არადრეკადი აღმოჩნდა.
ამგვარად დამტკიცდა, რომ „რედ ბულ RB9“ სრულად აკმაყოფილებს რეგლამენტის მოთხოვნებს.
No comments:
Post a Comment