Maldonado makes approach to Lotus
10 ოქტომბერი
პასტორ მალდონადოს „უილიამსთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, მაგრამ მის დატოვებას უკვე ცდილობს. როგორც გერმანული ჟურნალი „აუტო
მოტორ უნდ შპორტი“ იტყობინება, ვენესუელელი მრბოლი „ლოტუსს“ დაუკავშირდა, რომელსაც
კიმი რაიკონენის ადგილის დაკავება შესთავაზა.
როგორც ცნობილია, „უილიამსთან“ მის კონტრაქტს, ვენსუელას
სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA უზრუნველყოფს, რომელსაც 28 წლის მრბოლის
კონტრაქტი სეზონში 35 მილიონი ევრო უჯდება. მაგრამ მალდონადოს კონკურენტუნარიანი
მანქანის მოლოდინში მოთმინება გამოელია და წასვლა გადაწყვიტა.
თუმცა, „უილიამსის“ დატოვება ადვილი არ იქნება -
ბრიტანულმა გუნდმა თავის ადვოკატს კონტრაქტი გადაამოწმებინა, რომელმაც დაადასტურა,
რომ სოლიდური კონტრიბუციის გარეშე, მისი დარღვევა შეუძლებელი იქნება. ამგვარად, PDVSA
„უილიამსთან“ მიბმულია, მალდონადოს კი მისი მილიონების გარეშე „ლოტუსი“ ალბათ უარს
ეტყვის.
No comments:
Post a Comment