LA Auto Show Confirms 22 World Premieres,
Including Juke NISMO RS
10 ოქტომბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუს ორგანიზატორებმა გამოაცხადეს,
რომ წლევანდელ გამოფენაზე 22 მსოფლიო პრემიერა და 56 ავტომობილის დებიუტი შედგება.
გამოფენა სტარტს 22 ნოემბერს აიღებს და 1 დეკემბერს დასრულდება. შოუს ერთ-ერთი
ყველაზე გამორჩეული ექსპონატი იქნება „პორშეს“ სრულიად ახალი მოდელი „მაკანი“, რომლის
გარდა, გერმანული კომპანიის სტენდზე კიდევ ორი ახალი ავტომობილი დადგება.
ოთხი სიახლე აქვს „მერსედს-ბენცს“, მათ შორის ალბათ
ერთი S65 AMG იქნება. „ნისან ჯუკის“ ფანები ამ ავტომობილის „ნისმოსეულ“ ვერსია „ჯუკ
RS-ს“ იხილავენ, რომელსაც გვერდს „ნისმო კონცეპტი“ დაუმშვენებს. მსოფლიო
პრემიერები ექნებათ „ბეემვეს“, „შევროლეს“ და „კადილაკს“ (ახალი ესკალადი), ასევე „ფორდს“,
„ჰიუნდაის“, „ჰონდას“, „იაგუარს“, „ლენდ როვერს“, „მინის“, „სუბარუს“ და „ტოიოტას“.
ამერიკელები პირველად ნახავენ „ბეემვეს“ მე-4 სერიის
კუპეს, i8-ს, i3-ს, მე-5 სერიის სედანს და მე-5 სერიის GT-ს, „იაგუარის“
კონცეპტუალურ ქროსოვერ C-X17-ს, „მერსედესის“ ქროსოვერ GLA-ს, „ფოლკსვაგენის“ ელექტრულ
„გოლფს“ და „აუდის“ ავტომობილებს. რა თქმა უნდა, შოუზე მრავლად იქნება „მწვანე“
ავტომობილები. გამოფენა კონცეპტუალური ავტომობილების სიმრავლითაც გამორჩეული იქნება
- სულ დამთვალიერებელი 12 ასეთ ავტომობილს იხილავს.
სხვათა შორის, ლოს ანჯელესის შოუს პარალელურად ჩატარდება
ტოკიოსა და გუანჟოუს ავტო შოუები. ამავე დროს უნდა გამართულიყო ბოლინიას შოუ,
მაგრამ ექსპონატების სიმცირის გამო, ის ჩაიშალა.
No comments:
Post a Comment