Land Rover says it will end Defender production
10 ოქტომბერი
„ლენდ როვერმა“ დაადასტურა მედიაში გავრცელებული
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უგზოობის ლეგენდარული „დიფენდერის“ წარმოების
შეწყვეტას აპირებს. კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპს“
განუცხადა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ძველი ავტომობილი ვეღარ დააკმაყოფილებს
საკანონმდებლო მოთხოვნებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა საკანონმდებლო
მიზეზებზეა საუბარი.
„ლენდ როვერი“ „დიფენდერის“ შემცვლელზე მუშაობს, მაგრამ
ამ ავტომობილის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. ისიც არავინ იცის, რა
სახელით და როდის გამოვა ის ბაზარზე. ანალიტიკურ კომპანია „ბერნშტაინ რისერჩში“
ფიქრობენ, რომ ახალი ავტომობილის წარმოება 2019 წელს დაიწყება. კომპანიის ანალიტიკოსი
მაქს უორბარტონი ამბობს, რომ „ლენდ როვერს“ ჯერ არ აქვს შედგენილი „დიფენდერის“
შემცვლელის სრულფასოვანი ბიზნეს პაკეტი. ამასთან, მარკეტოლოგების ვარაუდით, ავტომობილის
დიდი რაოდენობით წარმოება შეუძლებელი იქნება, მასზე შედარებით დაბალი მოთხოვნის
გამო.
„ლენდ როვერმა“ ორი წლის წინ ფრანკფურტის მოტორ
შოუზე, კონცეპტუალური DC100 გვიჩვენა. მაშინ კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისი
სახით, ახალი „დიფენდერი“ გვიჩვენა, მაგრამ მოგვიანებით, პროექტი თაროზე შემოდეს. შემდგ
კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ DC100 სრულიად ახალი, ყველაზე პატარა ავტომობილის
წინამორბედია.
იმავე უორბარტონის თქმით, კომპანია ამჟამად ფიქრობს
იმაზე, რომ ახალი „დიფენდერისთვის“ „რეინჯ როვერის“ ალუმინის პლატორმა გამოიყენოს.
თუმცა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. სამწუხაროა, მაგრამ სიტუაცია ისე ვითარდება, რომ
„დიფენდერის“ წარმოებაში წყვეტა წარმოიქმნება - ძველი მოდელის წარმოებას სავარაუდოდ,
2015 წელს შეწყვეტენ.
„დიფენდერი“
პირველი ავტომობილია, რომლის წარმოებაც „ლენდ როვერმა“ დაიწყო (1948 წელს). მას
შემდგ, სულ 2 მილიონი „მცველი“ გამოვიდა და თავისი თვისებების წყალობით, ამ
ავტომობილმა მთელს მსოფლიოში ავტორიტეტი მოიპოვა. ამჟამად ეს ავტომობილი
გაყიდვაშია, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება - ევროპაში რვა თვეში მხოლოდ 561
ცალია გაყიდული.
No comments:
Post a Comment