2015 Ford Mustang: C&D Says This is
"Almost Definitely" It…
28 ოქტომბერი
რომელ ავტომობილზე ბჭობს წელს საავტომობილო სამყარო
ყველაზე მეტს? იმაზე, რომელიც ჯერ არავის უნახავს. უფრო სწორედ, უკვე უნახავს,
ოღონდ ძალიან ცოტას. პრესის წარმომადგენლებიდან ეს პატივი ამერიკულ ჟურნალ „ქარ
ენდ დრაივერს“ ერგო, რომელმაც დეკემბრის ნომრის პირველი გვერდი, უახლეს „ფორდ
მუსტანგს“ დაუთმო. იმავდროულად კი, ჟურნალის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და
ფოტოები, მის ვებ გვერდზეც გამოქვეყნდა. ოღონდ, იქვე აღნიშნულია, რომ ფოტოები
კომპიუტერულად დამუშავებული ესკიზებია რეალური ავტომობილისა, რომელიც დაახლოებით სწორედ
ასეთი იქნება.
სწორედ ასეთია მეექვსე თაობის „ფორდ მუსტანგი“,
ყველაზე დახვეწილი, არა რეტრო გარეგნობის, თუმცა მაინც ისეთი, რომელიც ძველ პონი
ქარებს გაგახსენებთ, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. მოკლედ ისეთი,
როგორიც გლობალურ ბაზარს მოხიბლავს და არა მხოლოდ ამერიკულს. პირველი ყდს ფოტოზე
წარწერაა: „ექსკლუზიურად! ფოტოები და ინფორმაციები, რომლებსაც ფორდი გვიმალავდა“.
დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ როცა „ქარ
ენდ დრაივერის“ ეს ნომერი გამოვა, ცისფერი ოვალის მიერ „დამალული“ ფოტოები და
ინფორმაციის დიდი ნაწილი უკვე გამოქვეყნებული იქნება.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ „ქარ ენდ დრაივერის“
ვებ გვერდზე (http://www.caranddriver.com/features/2015-ford-mustang-leaked-360-view-and-full-details-news),
ახალი „მუსტანგის“ 360 გრადუსით დატრიალებასაც შეძლებთ. რაც შეეხება აღჭურვილობას,
პუბლიკაცია გვატყობინებს, რომ ახალი „მუსტანგი“, ახლანდელისგან ნასესხები 3.7-ლიტრიანი
V6 და 5.0-ლიტრიანი V8 ძრავებითაა (305 და 420 ცხ.ძ) აღჭურვილი, რომლებთანაც 6-საფეხურიანი
მექანიკური, ან ავტომატური კოლოფებია შეწყვილებული.
სავარაუდოდ, ძრავების გამას ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი
ტურბო, 3.5-ლიტრიანი ეკობუსტი და წყვილ ტურბოიანი V8 (მეტსახელად ვუდუ) დაემატება.
ვერსია „ბოსისთვის“ კიდევ ერთი V8 აგრეგატია განკუთვნილი, ოღონდ ამ ძრავის შესახებ
ჯერ არაფერია ცნობილი.
No comments:
Post a Comment