Newey brands new Red Bull racing car as
"ugly"
27 ოქტომბერი
„რედ ბულის“ მთავარმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ (ფოტოზე)
აღიარა, რომ მომავალი სეზონის მანქანას უშნო შესახედაობა აქვს. ამის შესახებ მან
გერმანიის ახალი ამბების სააგენტო SID-ს განუცხადა. სრულიად ახალი სარბოლი ბოლიდის
შემუშავების უკეთ გასაკონტროლებლად, ნიუი მეტ დროს მილტონ კინსში (ბრიტანეთი),
„რედ ბულის“ ბაზაზე ატარებს. ამის გამო ის იაპონიის დიდ პრიზსაც კი არ დაესწრო.
ნიუი ამბობს, რომ კვირის ხუთი სამუშაო დღიდან, ოთხს
სწორედ RB10-ს უთმობს და განმარტავს, რომ ასეთი ყურადღება, მომავალი სეზონიდან,
ტექნიკური რეგლამენტის რადიკალურმა ცვლილებამ გამოიწვია. მანქანის სიმახინჯე კი
აეროდინამიკაში ახალი წესების შემოღებამ გამოიწვია. მთავარი სიახლე ის იქნება, რომ
მანქანას ცხვირი ძლიერ დაწეული ექნება. მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტას გუნდების
უმეტესობა გამოიყენებს.
თუმცა ნიუის თქმით, მთავარი გამოწვევა სრულიად ახალ
ძრავებზე გადასვლაა, რომელიც უფრო მეტად კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, ვიდრე
ადრე. ყველაზე სერიოზულ პრობლემად ის ძრავის რესურსს ასახელებს, რაც სეზონში გამოყენებული
ძრავების რიცხვის შეზღუდვის კვალობაზე, ბევრ პრობლემას შექმნის. მას ეთანხმება „რენოს“
სახე, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი. მისი თქმით, ძრავების სამივე
მწარმოებლის მთავარი პრობლემა სწორედ გამძლეობაა და ამ მხრივ, ოპტიმისტურ
განწყობას ვერცერთი ვერ ავლენს.
ფელიპე
მასას უფრო ის ადარდებს, რომ „შოუ გაფუჭდება“, რადგან რბოლის დროს, პილოტებს
საწვავის დაზოგვაზეც მოუწევთ ზრუნვა. შესაბამისად, ისინი პერიოდულად ძრავის
პოტენციალის სრულად გამოყენებას მოერიდებიან. გარედან კი ეს ისე გამოჩნდება,
თითქოს პილოტს პრობლემა შეექმნა. ყოველივემ კი შესაძლოა რბოლების სანახაობრივი
მხარე გააფუჭოს.
No comments:
Post a Comment