Lewis Hamilton: Sebastian Vettel could be
greatest ever F1 driver
28 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონი დარწმუნებულია, რომ სებასტიან
ფეტელს შეუძლია, ფორმულა ერთის ყველა დროის საუკეთესო მრბოლი გახდეს. გერმანელი
მრბოლი ზაფხულის არდადეგების შემდეგ დაუმარცხებელია, ინდოეთში მოპოვებული ზედიზედ
მეექვსე გამარჯვებით კი, მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე, მსოფლიო
ჩემპიონის ზედიზედ მეოთხე ტიტული გაინაღდა.
ფეტელი ახლა მხოლოდ 26 წლის არის და მან უკვე
მოასწრო მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ორგზის, სამგზის და ახლა უკვე ოთხგზის ჩემპიონის
წოდების მოპოვება. ხუან მანუერლ ფანხიოს, ალენს პროსტის და მიხაელ შუმახერის შემდეგ,
ის სულ მეოთხე პილოტია, ვისაც ტიტული ოთხჯერ აქვს მოპოვებული. სწორედ ამიტომ,
ჰამილტონი თვლის (და ასეცაა), რომ ფეტელს უკვე ექსტრაორდინარული მიღწევები აქვს.
„ასეთი ახალგაზრდა მრბოლისთვის ეს მეტად გამორჩეული
მიღწევებია. ის თავის, ცალკე კლასშია და უკვე არის საუკეთესოთა შორის და თუ ასე
გააგრძელა, ყველა დროის საუკეთესოც გახდება. ვულოცავ და ძალიან მიხარია მისი
მიღწევები“, - ამბობს ჰამილტონი. „მერსედესის“ მრბოლი და „ფერარის“ ფერნანდო
ალონსო აღიარებენ, რომ მათ და მათმა გუნდებმა თუ არ მოუმატეს, ფეტელის დომინაციის
შეწყვეტა ძალიან ძნელი იქნება.
„იმედი მაქვს, მომავალში მისი თანაგუნდელობის
საშუალება მომეცემა. მანამდე კი მცდელობას არ მოვაკლებთ, რომ ვაჯობოთ. ის ტრასაზე
სიამოვნების მისაღებად გამოდის, დანარჩენები კი დაწევას ვცდილობთ. მასზე ნადირობას
მომავალ სეზონებშიც გავაგრძელებთ“, - დასძენს ჰამილტონი.
„ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ მას. ეს გამარჯვება
სრულებით დაიმსახურა. ჩვენთვის კი ეს უფრო მეტი გარჯის დასაწყისი უნდა გახდეს,
რადგან წინ მეტად ძნელი გამოწვევები გველის. „რედ ბული“ ძალიან ძლიერ გუნდად
ჩამოყალიბდა და რამდენიმე სეზონია, დომინანტ ძალად იქცა. ამიტომ, უფრო მეტი უნდა
ვიმუშაოთ, ვიდრე წინა წლებში, რადგან აშკარაა, რომ ეს საკმარისი არაა. მომავალი
სეზონი თავიდანვე ძიერად უნდა დავიწყოთ. ასე რომ, ბევრი მუშაობა გვმართებს“, -
ამბობს ალონსო.
No comments:
Post a Comment