FIA to 'freeze' V6 engines by 2018 - report
4 ივნისი
მომავალი სეზონიდან, ფორმულა 1 ტურბო ძრავებზე
გადავა. მაგრამ ჯერ დანამდვილებით არავინ იცის, როდს შევა ძალაში ძრავების
რეგლამენტის გაყინვის წესი. თუმცა, გერმანული ჟურნლი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“
ვარაუდობს, რომ ეს 2018 წლამდე აუცილებლად მოხდება.
როგორც ცნობილია, მსოფლიო ჩემპიონატის გუნდებს ამჟამდ
ძრავებით ოთხი კომპანია - „რენო“, „მერსედესი“, „ფერარი“ და „კოსუორტი“ ამარაგებს.
მომავალი სეზონიდან ამ სიას „კოსუორტი“ გამოაკლდება, რომლის ძრავებითაც ამჟამად
მხოლოდ „მარუსია“ სარგებლობს. 2015 წელს კი დიდი პრიზების ცირკს „ჰონდა“ დაუბრუნდება,
რომელიც თავისი ძრავებით, ძველ პარტნიორ „მაკლარენს“ მოამარაგებს.
როგორც „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ კორესპონდენტი
მიხაელ შმიდტი ამბობს, იაპონური კომპანია კარგ დროს ბრუნდება, რადგან თავისი
ძრავის სრულყოფას, რეგლამენტის გაყინვამდე შეძლებს. „თუ მწარმოებლები მეტისმეტად დიდხანს
მოიცდიან, პრობლემებზე რეაგირებისთვის და ძრავების სრულყოფისთვის დრო აღარ
დარჩებათ“, - ამბობს შმიდტი.
სხვათა შორის არსებობს მოსაზრება, რომ ფ1-ში შესვლა
სხვა კომპანიებსაც სურთ. მაგალითად „ბეემვეს“, „ტოიოტას“, ასევე „პორშეს“. მაგრამ
მათაც აჩქარება მოუწევთ, თუ ეს ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება. „ახლა სწრაფი
გადაწყვეტილების მიღების დროა. თუ ისინი მოცდას ამჯობინებენ, მაშინ წესებით
შეზღუდვა არ ასცდებათ“, - დასძენს შმიდტი.
No comments:
Post a Comment