Ford Reports 14% US Sales Increase in May
4 ივნისი
„ფორდ მოტორმა“ მორიგი თვე დაასრულა გაყიდვების
მნიშვნელოვანი ზრდით. ამერიკული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული
წლის მაისთან შედარებით, გაყიდვები 14 პროცენტით არის გაზრდილი. ცისფერი ოვალის
მოდელებს შორის, ყველაზე მეტი პოპულარობით, ისევ F-სერიის
პიკაპები სარგებლობს.
„ჩვენი ეკონომიური „ფიუჟნი“ და „ისკეიპი“ რეკორდული
რაოდენობით იყიდება და თვეების რეკორდებს, უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა,
აუმჯობესებენ. F-სერიის პიკაპების გაყიდვებმა კი ბოლო ექვსი წლის რეკორდი
გააუმჯობესა“, - ამბობს „ფორდის“ ამერიკული შტოს მარკეტინგის, გაყიდვების და
სერვისის შეფი, კომპანიის ვიცე პრეზიდნტი კენ ჩუბაი.
სედანი „ფიუჟნი“ თითქმის 30 000 ცალია გაყიდული,
რაც მაისის რეკორდული მაჩვენებელია. წინა მაისთან შედარებით, ამ ავტომობილზე მოთხოვნა
დაახლოებით 10 პროცენტით არის გაზრდილი. გაყიდვების რეკორდები ფიქსირდება უგზოობის
„ისკეიპის“ (რომელიც 13 წელია, რაც ბაზარზეა) შემთხვევაშიც. მისი გაყიდვა 26
პროცენტით გაიზარდა და 29 000-ს ასცდა.
და რა თქმა უნდა, პიკაპების გარეშე, რეკოდულ
გაყიდვებზე ოცნებაც კი ზედმეტი იქნებოდა. ამ მხრივ, „ფორდს“ 2005 წლის შემდეგ,
ყველაზე გაყიდვადი მაისი აქვს. ერთ თვეში კომპანიამ ამ კლასის 71 604 ავტომობილი
გაჰყიდა, გასული წლის მაისთან შედარებით, 31 პროცენტით მეტია. ამასთან, F-სერიის
პიკაპების გაყიდვები, ზედიზედ 22 თვეა, იზრდება.
თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ „ფორდმა“ უფრო
მეტი პიკაპი გაყიდა, ვიდრე სხვა ორი ბესტსელერი ავტომობილი, ერთად აღებული!
No comments:
Post a Comment