დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 15, 2013

„მერსედეს-ბენცის“ ახალი S-კლასი - პირველი ფოტოები

See the 2014 Mercedes-Benz S-Class Sedan in 26 Official Photos!
15 მაისი
ეს ავტომობილი აშკარად უფრო ელეგანტური და მდიდრულია, ვიდრე ადრე გამოქვეყნებულ (უხარისხო) ფოტოებზე ჩანდა. თქმა არ უნდა, სამქიმიანებმა აბსოლუტურად ყველა პარამეტრით წინ გადადგეს ნაბიჯი! ეს ნამდვილად საავტომობილო ინჟინერიისა და დიზაინის ნიმუშია, რომელიც შტუტგარტელები პრემიუმ სეგმენტში ისედაც მაღლა გადებულ კონკურენციის თამასას კიდევ უფრო მაღლა ასწევენ!


შეგახსენებთ იმ ავტომობილებს, რომლებთანაც ახალ (ისევე როგორც ძველს უწევდა) S-კლასს მოუწევს კონკურენცია. ესენია „აუდი A8“, „ბეემვეს“ მე-7 სერიის სედანი, უახლესი „მაზერატი კვატროპორტე“ და სხვა.


ამ ავტომობილის (რომლის შიდასაქარხნო ინდქსია W222) საპრემიერო ჩვენება ჩვენი დროით, 22:00 საათზე დაიწყება. ის ჰამბურგში, მსოფლიოს უდიდეს სამგზავრო ავიალაინერ „ერბას 380-ის“ მიწოდების დარბაზში ჩატარდება.

ახალ ფლაგმანზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ბროშურაში, რომელიც დამსწრე საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი, მისი გაბარიტებიც და სხვა პარამეტრებიცაა მოყვანილი. კერძოდ, ავტომობილის სიგრძეა 5 116 მილიმეტრი, სიგანე 1 899 მილიმეტრი, სიმაღლე 1 496 მილიმეტრი.

რაც შეეხება ძრავებს. S350 ვერსია აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელით, რომელიც 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, S500-ზე ბენზინის 4.7-ლიტრიანი ტურბო V8 ძრავი დგას, რომლის სიმძლავრეც 449 ცხენის ძალაა და S400 ჰაიბრიდი, რომელიც ბენზინის 3.5-ლიტრიანი V6-ით და ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ჯამში 302 ცხენის ძალას იძლევა.

No comments:

Post a Comment