დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 14, 2013

„პორშე“: „918 სპაიდერი“ „ლაფერარიზე“ და „მაკლარენ P1-ზე“ სწრაფი იქნება

Porsche Says 918 Spyder will be Faster than Ferrari LaFerrari and McLaren P1
14 მაისი

მიუხედავად იმისა, რომ „პორშეს“ უახლეს სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერს“ თავის ორ, ასევე უახლეს კონკურენტზე - „ფერარი ლაფერარისა“ და „მაკლარენ P1-ზე“ ნაკლები სიმძლავრე აქვს და მათზე მძიმეცაა, გერმანული კომპანია მაინც დარწმუნებულია, რომ ის მაინც ორივეზე სწრაფი იქნება. ბრიტანულ ჟურნალ „ქარ-თან“ საუბრისას სწორედ ეს განაცხადა „პორშეს“ წარმოების მენეჯერმა ჯეიმს ისტვუდმა.

რა თქმა უნდა, იბადება კითხვა - პორშე თავისი ავტომობილის ჰიბრიდული ძალური დანადგარის სრულყოფას აპირებს? თუ არა, მაშ მეტოქეებს რის ხარჯზე აჯობებს? როგორც ცნობილია, 918-ის და ორი ელექტროძრავი ჯამში 795 ცხენის ძალას იძლევა. და ეს მაშინ, როცა მეტოქეების სიმძლავრე 900 ცხენის ძალას აღემატება. გაგიკვირდებათ, მაგრამ პასუხია - არა!
„ჩვენ ეს არ გვჭირდება. მართალია, ჩვენი მანქანა უფრო მძიმეა, მაგრამ მასზე გამოყენებული ტექნოლოგიების წყალობით, ტრეკზეც და გზაზეც უფრო სწრაფი იქნება. საქმე ისაა, რომ უკანაამძრავიან ავტომობილებს, როგორებიცაა ჩვენი კონკურენტები, მოსახვევში შესვლამდე, სწორზევე უწევთ სიჩქარის მნიშვნელოვნად დაკლება. ჩვენს ავტომობილზე კი მომენტის გამანაწილებელი დგას და ამასთან, წინა ბორბლები ცალკე ტრიალებს. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ მოსახვევშიც მანქანა უფრო სტაბილური იყოს და გაცილებით მეტი სიჩქარეც ჰქონდეს“, - გვიხსნის ისტვუდი.
მისი თქმით, საწვავის სრული ავზით, „918 სპაიდერის“ წონა 1700 კილოგრამი იქნება. ამასთან, შესაძლებელი იქნება ეგრეთ წოდებული მსუბუქი პაკეტის (სახელად ვაიზახი) შეკვეთა, რაც ავტომობილის წონას 50 კილოგრამით შეამცირებს. სხვათა შორის, როგორც ისტვუდი ამბობს, მყიდვეთა დაახლოებით ნახევარმა, თავისი „918 სპაიდერი“ სწორედ ამ პაკეტით შეუკვეთა.
ისტვუდი არ აკონკრეტებს, თუ რამდენი სუპერ ავტომობილია ამ ეტაპზე გაყიდული. სამაგიეროდ ირწმუნება, რომ მათი გაყიდვა არანაირი პრობლემა არაა: „ჩვენ არ შეგვიძლია გაყიდული ავტომობილების რაოდენობის დასახელება, მაგრამ გარწმუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ „ლაფერარიზე“ (499) და „მაკლარენ P1-ზე“ (375) მეტს გამოვუშვებთ, ეს სულაც არ შეგვიქმნის პრობლემას. გაგახსენებთ, რომ ამ ტიპის შეზღუდული სერიის ბოლო ავტომობილი - „კარერა GT“, 1275 ცალი გავყიდთ“.
მართალია, „პორშეს“ თავისი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის გაყიდვები უკვე დაწყებული აქვს, მაგრამ ამ ავტომობილის ზუსტი ტექნიკური და დინამიკური მახასიათებლები ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია. ისტვუდი ამბობს, რომ დასრულებული ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას სამ წამზე ნაკლებში მოასწრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 327 კმ/სთ იქნება.

No comments:

Post a Comment