14 მაისი
როგორც წესი, ინდური „ტატა მოტორსის“ მფლობელობაში
მყოფი ბრიტანული კომპანიები - „ლენდ როვერი“ და „იაგუარი“, თავიანთ ახალ
ავტომობილებს ინტენსიურ ტესტებს უტარებენ ისეთ ცხელ ადგილებში, როგორიცაა დუბაი.
ასეთი ტესტების მიზანია, ავტომობილების ძლიერი სიცხისადმი მედეგობის დადგენა. და
აი, მათ გამოაცხადეს, რომ თავიანთ სატესტო შესაძლებლობათა გასაუმჯობესებლად, ისინი
დუბაიში საინჟინრო ტესტ ცენტრს გახსნიან.
ახალი ცენტრი დუბაის ალ ბარშას რაიონში შენდება და
ის მხოლოდ ცხელ ამინდში ტესტებისთვის არ იქნება განკუთვნილი. იქ ასევე ჩატარდება
შასის გამძლეობისა და კალიბრაციის ტესტები. ამ პროცესში, მაქსიმალური დატვირთვით
იმუშავებს სავენტილაციო და გამათბობელი მოწყობილობები. რა თქმა უნდა, უდაბნოს ქვიშის
დიუნებზე მნიშვნელოვან ტესტებს გაივლის „ლენდ როვერის“ ყველა ავტომობილი.
„დუბაის ახალი სატესტო ცენტრი, ზომებით ოთხჯერ
მეტია ძველზე. ის ჩვენი ახალი ავტომობილების ტესტირების და სრულყოფის, ახალი ტექნოლოგიების
მძიმე პირობებში გამოცდის საშუალებას მოგვცემს. საინჟინრო გუნდი ორიენტირებული
იქნება ჩვენი პროდუქციის ხარისხისა და გამძლეობის გაუმჯობესებაზე, რაც უმძმეს
პირობებში ტესტირების პროცესში მოხდება“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“
საინჟინრო ტექნიკური სერვისების დირექტორი მარტინ ჰოლინგსუორტი.
დუბაის სატესტო ცენტრი, ამ ტიპის მეხუთე
დაწესებულება იქნება, რომლებიც „იაგუარ ლენდ როვერს“ ბრიტანეთის გარეთ აქვს.
დანარჩენი ოთხი ნურბურგრინგზე (გერმანია), არიეპლუგში (ჩრდილოეთ შვედეთი),
ფინიქსში (აშშ, არიზონა) და ინტერნეიშნლ ფოლსში (აშშ, მინესოტა). დუბაიში ახალი
ცენტრის გახსნა, ბრიტანული კომპანიების ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში ექსპანსიის ნაწილია.
ამ პროცესში, „ლენდ როვერი“ საუდის არაბეთში ახალ ქარხანას აამუშავებს, რომლის
სიახლოვესაც ასევე ალუმინისგან მაკომპლექტებლების მწარმოებელი ქარხანაც ამოქმედდება.
No comments:
Post a Comment