24 მაისი
„ფერარიმ“, „მაკლარენმა“ და „პორშემ“ უკვე
გაგვაცნეს თავიანთი სუპერ ავტომობილები. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბაზარზე
ჯერ ყველა არ გამოსულა. ამ მანქანებს ჩვენ მაინც ვერ შევიძენთ. სამაგიეროდ, ყველას
აინტერესებს ერთ კითხვაზე პასუხი - „ლაფერარის“, P1-სა და „918 სპაიდერს“ შორის
რომელია ყველაზე სწრაფი? მათი „საპასპორტო“ მონაცემები დაახლოებით ერთნაირია,
მაგრამ ტრასაზეც ასეა?
ამის შესამოწმებლად, საუკეთესო ადგილი გერმანიის ნურბურგრინგია,
სადაც ტრადიციულად, ყველა ავტომწარმოებელი ცდილობს შესაბამისი სეგმენტის რეკორდის გაუმჯობესებას.
და ძალიან გასაკვირი უნდა იყოს, რომ ეს ამ სამმა კომპანიამ არ სცადოს. ისინი თუ
არა, ავტომობილების მფლობელები მაინც გავლენ „ჩრდილოურ მარყუჟზე“ ადრენალინის დზის
მისაღებად...
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რეკორდებზე ნადირობას
ამ სამეულიდან პირველი „მაკლარენი“ შეუდგება. მისმა შეფმა რონ დენისმა ჯერ კიდევ
შარშან განაცხადა, რომ „მაკლარენი“ P1-ით ნურბურგრინგის წრის რეკორდის (სერიული სუპერ
ავტომობილებისთვის) გაუმჯობესებას ეცდებოდა. კომპანიას კონკრეტული მიზანიც კი აქვს
დასახული - 6:33.26. ეს კი თითქმის 7 წამით ნაკლებია ახლანდელ რეკორდზე (6:40.48),
რომელიც ბრიტანულ კომპანია „რადიკალის“ SR8-ს ეკუთვნის.
შეგახსენებთ,
რომ სამ უახლეს სუპერ ავტომობილს შორის, „პორშესი“ ყველაზე მძიმეა და ნაკლებად
მძლავრიც. თუმცა გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ მწვანე ჯოჯოხეთის (ნურბურგრინგის
ჩრდილოური მარყუჟის მეტსახელია) გზებზე ყველაზე სწრაფი მაინც „918 სპაიდერი“ იქნება...
No comments:
Post a Comment