დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 24, 2013

რაიკონენი: „ლოტუსს“ პოულისთვის „მერსედესთან“ ბრძოლა შეუძლია

Monaco GP: Kimi Raikkonen sure Lotus can match Mercedes
24 მაისი
კიმი რაიკონენი დარწმუნებულია, რომ „ლოტუსის“ ავტომობილს აქვს საკმარისი სიჩქარე იმისათვის, რომ კვალიფიკაციაზე კონკურენცია „მერსედესის“ ბოლიდებს გაუწიოს. ამის თქმის საბაბს კი მას პირველი ორი პრაქტიკა აძლევს. პირველ სესიაზე ის ყველაზე სწრაფ ნიკო როსბერგს 1.3 წამით ჩამორჩა, მეორეზე კი ჩამორჩენა 0.7 წამამდე შეამცირა. ამის მიუხედავად, ფინელი მრბოლი ვერ ხედავს მიზეზს, რომელიც ხელს შეუშის პოულის მოპოვებაში.
„ვფიქრობ, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, პოულის მოპოვება შეგვიძლია. რატომაც არა? თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ისინი ძალიან სწრაფები არიან. მაგრამ ბევრი რამ იცვლება. ვნახოთ, რა იქნება. ისე კი, მარჩიელობის არანაირი სურვილი არ მაქვს. მესამე პრაქტიკაზე გამოჩნდება ბევრი რამ. თუ პირველი სესიის მსგავსად გამოვალთ, ეს კატასტროფა იქნება. მაგრამ ჩვენ ბევრი რამ გავაუმჯობესეთ და ტრასაზე ყოველი შემდგომი გამოსვლა უკეთესი იყო“, - ყვება რაიკონენი და დასძენს, რომ თუ მოგება უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტარტის პირველი, ან მეორე რიგიდან აღებას.
ოპტიმისტური განწყობა აქვს კიმის ფრანგ თანაგუნდელ რომენ გროჟანსაც, რომელსაც პირველ სესიაზე მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა, მეორეზე კი, სე დევოს მოსახვევში მომხდარი ავარიის გამო, მხოლოდ ათი წრის გავლა შეძლო, თუმცა ამითაც მერვე დროს დასჯრედა. ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ავარია მის ბრძოლისუნარიანობას ხელს არ შეუშლის.

„ეს ბევრი არაფერია. მართალია, ბევრი ვარჯიში ვერ შევძელი, მაგრამ სამაგიეროდ, თავდაჯერებულობა მაქვს და მთავარი ესაა. რაც შეეხება ავარიას, მოსახვევის გავლისას, რატომღაც ბორბლები დავბლოკე და ყველაფერი ამიტომ მოხდა. რბოლა ძნელი იქნება, ფერნანდო (ალონსო) სწრაფია, ორივე მერსედესიც სწრაფია. ჩვენც სწრაფები ვართ. ასე რომ, კარგი ბრძლა გვექნება“, - ამბობს გროჟანი.

No comments:

Post a Comment