დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 8, 2013

„ტოიოტას“ ელექტრომობილი პაიკს პიკის დასაპყრობად ემზადება


Peak EV record in updated TMG EV P002
8 მაისი
როდ მილენი პაიკს პიკის რეკორდსმენ რის მილენის მამაა. შვილის მსგავსად, ისიც ამ ლეგენდარული რბოლებით გახდა ცნობილი. სოლიდური ასაკის მიუხედავად, ის რბოლებში ჯერაც მონაწილეობს და იმედი აქვს, რომ „ტოიოტას“ ელექტრომობილით, შვილის აბსოლუტურ რეკორდს გააუმჯობესებს. სარბოლი ელექტრული ავტომობილი, სახელად EV P002, პაიკს პიკზე შარშანაც გამოვიდა და ელექტრომობილების რეკორდი დაამყარა - იაპონელ ფუმიო ნუტაჰარას დისტანციის (19.9 კმ) გასავლელად 10 წუთი და 15.380 წამი დასჭირდა.

ახლა კი „ტოიოტას“, რომელმაც პარტნიორად გამოცდილი როდ მილენი აირჩია აბსოლუტური რეკორდის დამხობა სურს. ამისათვის, სარბოლ მანქანას საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარდა. გაიზარდა ძრავის მომენტი და ბრუნვის სიჩქარე. მანქანა გააგზავნეს კომპანიის სარბოლო განვითარების ცენტრში, სადაც მის ძარაზე ახალ აეროდინამიკურ ელემენტებს დააყენებენ.
„ტოიოტა“ იმედოვნებს, რომ 61 წლის მილენი, მისი მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი გახდება. ამ კაცს პაიკს პიკზე ადრე არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული. მათ შორის, ყველაზე გამორჩეული 1994 წლის რეკორდი გახდა. მაშინ მან აბსოლუტური რეკორდის (10 წთ, 4 წმ) დამყარება შეძლო, რომელმაც 13 წელი გაძლო. ის რეკორდი იაპონელმა „მონსტრმა“ ნობუჰირო ტაძიმამ მოხსნა (3 წამით გააუმჯობესა), ვინც ახლა 63 წლისაა და ძველი მეტოქის მსგავსად, ისიც ელექტრომობილების კლასში იასპარეზებს. ტაძიმა შარშან პაიკსზე თავის სარბოლ ელექტრომობილ E-რანერით გამოვიდა, მაგრამ სტარტიდან მალე ძრავი დაეწვა.
„ტოიოტას“ სარბოლი პროტოტიპი TMG EV P002 აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომელიც 536 ცხენის ძალას და 1200 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ-ს აღწევს. ძრავს ენერგიით ლითიუმ-კერამიკული ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 42 კილოვატსაათია. იმის გამო, რომ მთაში, დაუსახლებელ ადგილზე, ელექტრო ენერგიის წყარო არაა, „ტოიოტა“ თავის ბანაკში სწრაფად დასამუხტ მოწყობილობას წაიღებს, რათა ავტომობილის ელემენტები სტარტისთვის სრულად იყოს შევსებული.
პაიკს პიკის რბოლა 30 ივნისს ჩატარდება.

No comments:

Post a Comment