დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 8, 2013

რაიკონენს „ლოტუსში“ მხოლოდ ძლიერი მანქანა გააჩერებს


Lotus believes strong car will make Raikkonen stay on in 2014
8 მაისი
„ლოტუსის“ მფლობელი ჟერარ ლოპესი მიიჩნევს, რომ კიმი რაიკონენი მის საჯინიბოსთან კონტრაქტს იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ დაინახავს, რომ „ლოტუსი“ ლიდერთა შორის დარჩენას სეზონის ბოლომდე შეძლებს და მას ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

ამ სეზნის მიწურულს, ფინელ მრბოლს „ლოტუსთან“ კონტრაქტი დაუმთავრდება და ბუნებრივია, პილოტების ბაზარზე ის მთავარი ფიგურა გახდება. მას რამდენიმე გუნდში, მათ შორის, „რედ ბულში“, „მაკლარენსა“ და „ფერარიში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ლოპესი სხვანაირად ფიქრობს და იმედი აქვს, რომ ფინელ პილოტს დარჩენის საბაბს მისცემს.
„კიმი ფანასტიური პიროვნებაა. გეტყვით, რომ ის ძალიან მადლიერია იმის გამო, რომ ჩვენთან დაიჭირა საქმე. და ჩვენც ვემადლიერებით იმის გამო, რომ გუნდი მოწინავეთა შორის გაიყვანა. თუ კიმი ჩვენგან კონკურენტულ მანქანას მიიღებს, აუცილებლად აქ დარჩება. მან ეს იცის და ისიც ასე ამბობს. მისთვის სულერთია, რა ფერისაა მანქანა - ლურჯი, ტითელი თუ ვერცხლისფერი. მთავარია, სწრაფი იყოს. ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ კონკურენტუნარიანი მანქანა მივცეთ“, - ყვება ლოპესი.
ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, რაიკონენმა „ლოტუსთან“ ერთად ორი რბოლა მოიგო. ოთხი რბოლის შემდეგ, ის 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ სებასტიან ფეტელს და მეორე ადგილზეა. ლოპესი ამბობს, რომ რაიკონენის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეპარვია. თუნდაც მას შემდეგ, რაც ფინელმა პილოტმა ორი სეზონი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გაატარა. არადა, მაშინ მის ამ გადაწყვეტილებას ბევრი სკეპტიკურად აფასებდა.
„ჩვენ ალბათ 11 არჩევანი გვქონდა და გარედან ალბათ ისე ჩანდა, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ გვყავდა, მაგრამ ასე არ იყო. ვამაყობ იმით, რომ ასეთი არჩევანი გავაკეთეთ. მასთან ერთი შეხვედრა იყო საკმარისი იმისათვის, რომ მცოდნოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ჩვენ არ გვჭირდებოდა პილოტი, რომელიც მზად იქნებოდა, ყოველ კვირა სარეკლამო გადაღებებში მიეღო მონაწილეობა. ჩვენ რბოლებზე მობილიზებული მრბოლი გვჭრდებოდა და სწორედ ასეთი გვყავს“, - ამბობს ლოპესი.

No comments:

Post a Comment