BMW Rated as Top Automotive Brand by Forbes
13 მაისი
„ბეემვეს“ ავტომობილებს მთელს მსოფლიოში აფასებენ
და კომპანიის გაყიდვები სულ უფრო იზრდება. ეს არის პრემიუმ სეგმენტის გამორჩეული
ლიდერი, რომელიც მუდმივად ახერხებს თავისი სამოდელო გამის გაფართოებას. ამის
უკუეფექტი კი გაყიდვების მორიგი ზრდაა ხოლმე. რა თქმა უნდა, ბავარიული კომპანია ინოვაციურობით
და ხარისხიანი პროდუქციით გამოირჩევა. შესაბამისად, ყველა მოუთმენლად ელის ბაზარზე
მისი მორიგი შედევრის გამოჩენას.
და აი, „ფორბსის“ მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ, მსოფლიოს
ყველაზე გავლენიანი ბრენდების რეიტინგში, „ბეემვემ“ მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა,
ავტომობილების მწარმოებელთა სიას კი სათავეში მოექცა.
გერმანულ კომპანიას ავტომწარმოებელთა რეიტინგში
მოჰყვებიან „ტოიოტა“, რომელიც საერთო რეიტინგში მე-14 ადგილზეა და „მერსედეს-ბენცი“
(საერთოში მე-16 ადგილი). მოწინავე სამეულს მოჰყვებიან: „ჰონდა“, „აუდი“, „ფოლკსვაგენი“,
„ფორდი“, „ჰიუნდაი“, „ნისანი“ და „ლექსუსი“. ეს ის კომპანიებია, რომლებიც საერთო
რეიტინგის (რომელიც ოქტომბერში არის შედგენილი) მოწინავე ათეულში მოხვდნენ.
No comments:
Post a Comment