10 მაისი
დიდი პრიზების ქარავანი ევროპას დაუბრუნდა. პირველი
გაჩერება ბარსელონაა, რომლის მონტმელოზეც, ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი
ჩატარდება. ტრადიციულად, ეტაპის პირველ დღეს თავისუფალი პრაქტიკები ჩატარდა,
რომლებმაც გამოავლინა, რომ მოწინავეთა რიგები უცვლელი დარჩება. ყოველ შემთხვევაში,
კონკურენტუნარიანობის მხრივ, არაფრის მთქმელ სესიებზე, საუკეთესონი ისევ „რედ
ბულის“, „ფერარის“ და „ლოტუსის“ მრბოლები არიან. და თუ პირველი სესიის შემდეგ,
სამეულში „ტორო როსოს“ ჟან-ერიკ ვერნი გამოჩნდა, ეს მეტწილად წვიმის დამსახურებაა.
კვალიფიკაციაზე იმიტომ, რომ რბოლამდე სწორედ ისაა.
მეორეც, ესპანეთის წინა 22 დიდი პრიზიდან, 18 იმან მოიგო, ვინც სტარტზე პირველი
იდგა. ამასთან, მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა (1996 წელს) ისეთი, რომ რბოლა
პირველი რიგიდან არ მოუგიათ. ეს გამონაკლისი მიხაელ შუმახერმა შეასრულა, რომელმაც
სტარტი მესამე ადგილიდან აიღო. მოკლედ, საინტერესო სტატისტიკაა, რომელიც ხანდახან
მაინც ირღვევა...
თუმცა, ეს სტატისტიკა პილოტებს კვალიფიკაციაში
გამარჯვებაზე მაინც განსაკუთრებულად დაგეშავს. ამ საქმეში კი „რედ ბულს“, „ლოტუსს“
და „ფერარის“ სერიოზულ კონკურენციას „ერთ წრეზე სწრაფები“ – „მერსედესის“ პილოტები
გაუწევენ.
ბარსელონაში მნიშვნელოვნად გადახალისებული მანქანით
ჩავიდა „მაკლარენი“, რომელსაც გასული სეზონის მიწურულს უსწრაფესი მანქანა ჰქონდა,
მაგრამ ეს სეზონი უხეიროდ დაიწყო. გუნდმა სამკვირიანი პაუზა პროდუქტიულად
გამოიყენა, მაგრამ რა შედეგი ექნება, ჯერ ძნელი სათქმელია, რადგან პირველ სესიაზე ჯენსონ
ბატონი ტრასაზე საერთოდ არ გამოსულა. სერხიო პერესის მანქანა კი ჯერ ახალი
ელემენტებით აღჭურვილი არაა.
გუნდმა ჩათვალა, რომ სველ ტრასაზე მანქანის
დაზიანების ალბათობა მეტისმეტად დიდი იყო, ახალი ნაწილების სათადარიგოები კი ჯერ
არ აქვთ. სწორედ ამიტომ გააჩერეს ბატონი, რომელიც მეორე სესიაზეც ფრთხილად იყო და
საბოლოოდ, მე-12 შედეგს დასჯერდა.
ესპანეთის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:25.252
2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:25.455
3. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 1:25.667
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:26.042
5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:26.212
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:26.374
7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:26.456
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:26.614
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.621
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:26.755
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:26.940
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1:27.061
13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1:27.135
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:27.250
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:27.576
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:28.373
17. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:28.600
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:28.887
19. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:29.457
20. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:29.473
21. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია) 1:30.314
22. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე
მეორე პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:22.808
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:22.825
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:22.891
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:23.030
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:23.110
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:23.140
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:23.398
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:23.840
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 1:24.058
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:24.104
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:24.175
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:24.306
13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1:24.854
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:24.888
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1:25.167
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:25.321
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:25.441
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:25.851
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:25.963
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:26.078
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 1:26.930
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:26.970
No comments:
Post a Comment