Formula 1 licence penalty points system set for
green light
9 მაისი
ფორმულა ერთის გუნდებმა, ხმების უმრავლესობით
მოიწონეს საჯარიმო ქულების წესი, რომელიც FIA-ს მსოფლიო საბჭოს დასამტკიცებლად
გადაეგზავნა. მისი განხილვა ივნისში შედგება და დამტკიცების შემთხვევაში, მომავალი
სეზონიდან ამოქმედდება. ახალ წესს მხარი შვიდმა გუნდმა დაუჭირა, ოთხმა კი - „რედ
ბულმა“, „ლოტუსმა“, „უილიამსმა“ და „ტორო როსომ“, ხმა წინააღმდეგ მისცა.
ახალი წესის მიხედვით, წესების დარღვევისთვის,
პილოტებს საჯარიმო ქულები დაეწერებათ. ერთ სეზნზე მაქსიმუმ 12 საჯარიმო ქულის
მიღება შეიძლება სანქციის გარეშე. ლიმიტის ამოწურვა კი ერთი რბოლით დისკვალიფიკაციას
მოასწავებს. სტიუარდებს უფლება აქვთ, საჯარიმო ქულები თავიანთი შეხედულებისამებრ
გამოწერონ. თუმცა, ზოგიერთ დარღვევაზე რეკომენდებულ ქულებს დააწესებენ. მაგალითად,
სამი ქულა ავარიის გამოწვევისთვის და ერთი ქულა - უსაფრთხოების მანქანასთან
უხიფათო დისტანციის არდაცვაზე.
ქულები პილოტის სალიცენზიო ბარათზე 12 თვის
განმავლობაში შეინახება, რის შემდეგაც ავტომატურად გაუქმდება. ეს სისტემა
პილოტების უმეტესობის მოთხოვნით წესდება. „ლოტუსის“ და „უილიამსის“ უარი გასაგებია
- მათი პილოტები, რომენ გროჟანი და პასტორ მალდონადო ხშირად ხვდებიან სტიუარდთა
ყურადღების ცენტრში და მათთვის არც ჯარიმებია უცხო.
ფელიპე მასას თქმით, ახალი წესით მხოლოდ ის
მრბოლები დაზარალდებიან, რომლებიც ხშირად ქმნიან პრობლემებს. ჩემს კარიერაში, ამ
ქულების გამო დისკვალიფიკაციას არ მივიღებდიო, - ამბობს ბრაზილიელი.
ალტერნატივის
სახით, ასევე განიხილებოდა საჯარიმო წრის წესი, რაც საჯარიმო წრის ნელა (საშუალოზე
5 წამით ნელა) გავლას ითვალისწინებდა. ასეთ ჯარიმას, პიტლეინზე უქმე გავლა უნდა
შეცვალა. მაგრამ მასზე ხმების საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდა.
No comments:
Post a Comment