დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 10, 2013

„ჰიუნდაიმ“ ასანის ქარხნის სახურავი მზის ელემენტებით დაფარა


Hyundai Goes Green with Photovoltaic Rooftop Powerplant
10 მაისი
სამხრეთკორეულმა კომპანია „ჰიუნდაი მოტორ კომპანიმ“ გამოაცხადა, რომ ქალაქ ასანის ქარხნის სახურავს მთლიანად მზის ელემენტებით დაფარავს. ეს იქნება სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდი მზის ელემენტების კომპლექსი. და ეს არის საავტომობილო კომპანიის გეგმის ნაწილი, რომელიც მწვანე ენერგიის ინტენსიურ გამოყენებას და ატმოსფეროში სათბურის ეფექის მქონე გამონაბოლქვის შემცირებას ითვალისწინებს.

ასანის ქარხნის სახურავზე მზის ელემენტების სულ 40 000 ცალი მოდული დამონტაჟდება. აღნიშნულ ქარხანაში სატვიფრი, შემდუღებელი, ამწყობი და ძრავების სეგმენტები შედის და ერთ-ერთი უდდსია ქვეყანაში. მის სახურავებზე დამონტაჟებული მზის სადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტრო ენერგიას, კორეული ენერგეტიკული კომპანია „კორეა ელექტრიკ პაუერ კორპორეიშნის“ ქსელი მიიღებს, რომელიც თავის მხრივ, ამ ენერგიას ქალაქის და მის შემოგარენში გაჰყიდის.
ქარხნის სახურავების ჯამური ფართობი 213 000 კვადრატული მეტრია (21.3 ჰექტარი). მათზე განლაგებული მოდულები წლიურად 11.5 მილიონი კილოვატსაათი ელექტრო ენერგიის გამომუშავებას შესძლებს, რაც დაახლოებით 3 200 ბინისთვის არის სამყოფი.
„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ მზის ელემენტების კომპლექსის მონტაჟს არ დასჭირდება დამატებითი ტერიტორია და შესაბამისად, არც გარემოს მიადგება რაიმე ზარალი.

No comments:

Post a Comment