დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 8, 2013

„უესტფილდის“ სარბოლი ელექტრომობილი „iრეისერი“ ტრასაზე გამოვიდა


All-Electric Westfield iRacer Silently Takes to the Track
8 აპრილი
ბრიტანულმა კომპანია „უესტფილდმა“ შეიმუშავა და შექმნა სარბოლი ავტომობილი „iრეისერი“, რომელიც ელექტრომობილების ავტოინდუსტრიასა და ავტოსპორტში დამკვიდრების საქმეში, ერთ-ერთი პიონერის როლის შესრულება მოუწევს. და როგორც პირველმა ტესტებმა აჩვენა, მას ამის უნარი შესწევს.

„უესტფილდის“ გარდა, პროექტში მონაწილეობა ქალაქ ბირმინგემის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა და სტუდენტებმაც მიიღეს. მათი ერთობლივი გარჯის შედეგი არის უცნაური ფორმის სარბოლი ელექტრული ბოლიდი, რომელსაც შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლები აქვს. კერძოდ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, 5 წამზე ნაკლები ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 185 კმ/სთ ნიშნულზეა შეზღუდული, მაგრამ შემზღუდველის მოხსნის შემთხვევაში, სიჩქარე 224 კმ/სთ-ს აღწევს.
ავტომობილის სვლის სიშორეს მწარმოებელი არ აქვეყნებს, რადგან ეს მაჩვენებელი მართვის რეჟიმზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ ცნობილია, რომ აკუმულატორის ტევადობა 23 კილოვატსაათია, რაც მხოლოდ იმისათვის არის საკმარისი, რომ „iრეისერმა“ სარბოლ რეჟიმში 25 წუთი იაროს. ეს კი საკმარისი არაა იმისათვის, რომ სრულფასოვან რბოლებში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა ცნობილია, რომ სერია ფორმულა E-ს ორგანიზატორებს შემუშავებული აქვთ სქემა, რომელიც დაახლოებით ასეთი მახასიათებლების მქონე ავტომობილებით რბოლების ორგანიზების საშუალებას იძლევა. ეს სქემა ორი მოკლე რბოლის გამართვას ითვალისწინებს, რომელთა შორისაც, ავტომობილებს აკუმულატორებს შეუცვლიან. არსებობს ალტერნატივა, რომლის მიხედვითაც, თითო პილოტს რბოლის განმავლობაში, მანქანის გამოცვლის უფლება ექნება. ოღონდ, ამ შემთხვევაში, გუნდს ორჯერ მეტი სარბოლი ავტომობილი დასჭირდება.
გარდა ამისა, „iრეისერი“ კიტ კომპლექტის სახითაც გაიყიდება და მფლობელს, მისი მოდერნიზების უფლება მიეცემა. კერძოდ, არ იკრძალება ავტომობილის სტრუქტურაში ენერგიის უფრო ტევადი დამგროვებლის დაყენება, ან სვლის სიშორის გასაზრდელი სხვა საშუალების გამოყენება. სხვათა შორის, შვედთში „უესტფილდმა“ სადილერო შოურუმი გახსნა, რომელსაც მისი სარბოლი ელექტრომობილების გაყიდვის უფლება აქვს. ოღონდ, რამდენად გაიყიდება „აირეისერი“, ეს ჯერ დაზუსტებული არაა.

No comments:

Post a Comment