Ford to Debut an All-New Concept Model at the
Shanghai Auto Show
10 აპრილი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ შანჰაის ავტო შოუზე,
რომელიც 20 აპრილს დაიწყება, სრულიად ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს.
ამასთან, არ დაუზუსტებია, თუ რა ტიპის ავტომობილზეა ლაპარაკი. სამაგიეროდ აღინიშნა,
რომ ეს იქნება ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა.
გამოფენაზე ცისფერი ოვალი სულ 23 ავტომობილს
წარადგენს, რომელთა შორისაც, ჩინეთის ბაზრის ორი დებიუტანტიც - ახალი „მონდეო“ და „ფიესტა
ST“ იქნება. ამერიკული კომპანიის სტენდზე ასევე შესაძლებელი იქნება „ფორდ ფოკუს CTCC-ს“
ნახვა, ავტომობილისა, რომელიც ცისქვეშეთის ტურინგის კლასის ავტომობილების ჩემპიონატისთვისაა
შექმნილი.
ამდენი ავტომობილის სათანადოდ წარმოსაჩენად, „ფორდმა“
შანჰაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 2000 კვადრატული მეტრი ფართობი
დაიქირავა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისთვის ჩინური ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს კი სულაც არაა გასაკვირი, რადგან ჩინურ ბაზარზე, „ფორდის“ (და მსოფლიო) ბესტსელერ
„ფოკუსის“ გაყიდვები 56 პროცენტით არის გაზრდილი.
„ძალიან გვიხარია, რომ შანჰაის ავტო შოუს
დამთვალიერებლის წინაშე, ჩვენს საუკეთესო პროდუქციას და ტექნოლოგიებს წარვადგენთ. აქ
ნახავთ სრულიად ახალსა და გასაოცარ „მონდეოს“ და ახალ „ფიესტა ST-ს“. და ეს მხოლოდ
დასაწყისია ჩვენი გეგმისა, რომელიც ჩინურ ბაზარზე 2015 წლამდე 15 ახალი ავტომობილის
წარდგენას ითვალისწინებს“, - ამბობს „ფორდ ეიჟა პასიფიკის“ პრეზიდენტი დეივ შოხი.
რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებს, შანჰაიში „ფორდ“
სისტემა SYNC-ს წარადგენს, რომელიც ხმით იმართება. იქვე იქნება სისტემა „მაიფორდ ტაჩ
მანდარინ“, უკანა ღვედების ახალი სისტემა და რა თქმა უნდა, სერია „ეკობუსტის“
ძრავები, რომელთა შორისაც, დამთვალიერებლები 1.0-ლიტრიან „ეკობუსტსაც“ ნახავენ.
No comments:
Post a Comment