GM to Invest 4 Billion Euros in Opel’s Future
through 2016
10 აპრილი
„ჯენერალ მოტორსმა“ თავისი ევროპული შტოს, „ოპელის“
საინვესტიციო პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ევროპულ კომპანიაში, მომდევნო ოთხ
წელიწადში 4 მილიარდი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს. „ჯენერალ მოტორსის“ დირექტორთა
საბჭომ, ეს გეგმა საზოგადოებას რიუსელსჰაიმში, „ოპელის“ შტაბ-ბინაში გააცნო.
ინვესტიციის უდიდესი ნაწილი „ოპელის“ და მისი ბრიტანული ნათესავის,, „ვოქსოლის“ სამოდელო
გამის მნიშვნელოვან გაფართოებას მოხმარდება. სულ გათვალისწინებულია 23 ახალი
ავტომობილისა და 13 ახალი აგრეგატის გამოშვება.
„ისეთ გლობალურ საავტომობილო კომპანიას, როგორიც „ჯენერალ
მოტორსია“, ევროპაში ფეხის მყარად მოკიდება სჭირდება. ეს ეხება როგორც გაყიდვებს,
ასევე დიზაინს, განვითარებას და წარმოებას. „ოპელი“ ჩვენი წარმატების გასაღებია და
მას „ჯენერალ მოტორსისგან“ ყურადღება არ მოაკლდება“, - პრეზენტაციაზე განაცხადა ამერიკული
კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და მთავარმა აღმასრულებელმა დენ აკერსონმა.
გაჭიანურებული კრიზისის დასაძლევად, „ოპელს“
ათწლიანი გეგმა „დრაივ!2022“ აქვს შემუშავებული, რომელიც გენერლების ხელმძღვანელობას
პირადად წარუდგინეს გერმანული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა, დოქტორმა კარლ-თომას
ნოიმანმა და მისმა კოლეგებმა. ნოიმანმა შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა,
რომ პროგრამა „დრაივ!2022“, მოგებიან ბიზნესზე „ოპელის“ დაბრუნების გზაა და ამ
გზაზე „ოპელს“ ამერიკული კომპანიის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
პრეზენტაციის
დროს, აკერსონმა წარმოადგინა ბერლინის კედლის მცირე ნაწილი, რომელიც „ოპელს“
ეკუთვნის და რომელსაც „ადამ ოპელ ჰაუსის“ (კომპანიის შტაბ-ბინა ფრიდრიხ-ლუცმან-რინგზე)
წინ დადგამენ. „ეს სიმბოლო ყველას გაახსენებს, რომ ჩვენ გონებაში ყველანაირი კედლის
გადალახვა შეგვიძლია და რომ ჩვენ „ოპელის“ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ“, - განაცხადა ნოიმანმა.
No comments:
Post a Comment