Italdesign Presents Lamborghini V10-Powered
Parcour Concepts
კერძოდ: ალბათ სადაო არ უნდა იყოს, რომ ორივე ავტომობილს სპორტული გარეგნობა აქვს. თუ სალონში ჩაიხედავთ, მათს სპორტულ მიდრეკილებებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით - ორივე ორადგილიანია. იმავდროულად, ორივე მაღლა აწეული (ტიპიური კუპესთვის შეუფერებლად) კლირენსითაც გამოირჩევა. ანუ, მათ უგზოობის დნმ-ც აქვთ. ახლა გაიხსენეთ ამ ტიპის ავტომობილი... ვერ გაიხსენებთ. „ბეემვე“ და „ინფინიტი“ კი აწარმოებენ კუპე-ქროსოვერის ტიპის ავტომობილებს, მაგრამ „პარკური“ სულ სხვაა. ბოლოს და ბოლოს, ორადგილიანია!
„ლამბორგინის“ ჩავაცივდით და „სტრატოსის“ გარდა, „პარკურს“ „ლამბოს“ ავტომობილებთან სტილის ზგიერთი ელემენტიც აკავშირებს. ცოტათი უხეშია, ცოტათი დაკუთხვილიც. სურვილის შემთხვევაში, გამოცდილი დიზაინერების ხელის ერთი შევლება საკმარისი იქნება და „ლამბოს“ კორპორატიულ სტილსაც ადვილად მოერგება. და მის გამომშვებს ვერც ვერავინ შეედავება „სტრატოსის“ პლაგიატობაში.
6 მარტი
ეს ორი კონცეპტუალური ავტომობილი, რომლებიც „იტალდიზაინ
ჯუჯარომ“ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა, შეიძლება უბრალო კონცეპციებად ჩავთვალოთ,
როგორებსაც მალე ივიწყებენ, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი: ცნობილი იტალიური
ატელიე, ისევე როგორც „ლამბორგინი“, „ფოლკსვაგენის“ დიდი სახლის წევრები არიან და
გერმანული გიგანტი ყველანაირად ეცდება, მის რაციონალურად გამოყენებას.
რა შუაშია „ლამბორგინი“? ჯერ ერთი, კონცეპტუალური
ავტომობილები, რომლებსაც ერთნაირი სახელი აქვთ (პარკური), სანტა’აგატა
ბოლონეზელების წარმოების V10 ძრავებითაა აღჭურვილი. მეორეც, ორივე „პარკური“
პირველ რიგში სწორედ „ლამბოს“ სამოდელო გამის გაფართოებისთვის იქნებოდა მისწრება.
თანაც, მათი მეშვეობით, „ლამბოს“ სრულიად ახალი სეგმენტის გახსნაც შეუძლია.კერძოდ: ალბათ სადაო არ უნდა იყოს, რომ ორივე ავტომობილს სპორტული გარეგნობა აქვს. თუ სალონში ჩაიხედავთ, მათს სპორტულ მიდრეკილებებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით - ორივე ორადგილიანია. იმავდროულად, ორივე მაღლა აწეული (ტიპიური კუპესთვის შეუფერებლად) კლირენსითაც გამოირჩევა. ანუ, მათ უგზოობის დნმ-ც აქვთ. ახლა გაიხსენეთ ამ ტიპის ავტომობილი... ვერ გაიხსენებთ. „ბეემვე“ და „ინფინიტი“ კი აწარმოებენ კუპე-ქროსოვერის ტიპის ავტომობილებს, მაგრამ „პარკური“ სულ სხვაა. ბოლოს და ბოლოს, ორადგილიანია!
მოკლედ, „იტალდიზაინ ჯუჯარომ“ „ლამბორგინის“
შესანიშნავი იდეა მიაწოდა. თანაც, შესაძლოა შემთხვევითობაა, მაგრამ „პარკური“ რაღაცით
ალბათ „ლანჩა სტრატოსსაც“ მოგაგონებთ. რა თქმა უნდა, მსგავსება ძალიან შორეულია და
ამ ეფექტს მოკლე სახურავი და საქარე მინის საპირისპიროდ, მკვეთრად დახრილი უკანა
საყრდენი ქმნის. ვინ იცის, სანამ ამ პროექტის ავტორები ესკიზებზე მუშაობას
დაიწყებდნენ, შესაძლოა დიდხანს ათვალიერეს „სტრატოსის“ ფოტოები.
„ლამბორგინის“ ჩავაცივდით და „სტრატოსის“ გარდა, „პარკურს“ „ლამბოს“ ავტომობილებთან სტილის ზგიერთი ელემენტიც აკავშირებს. ცოტათი უხეშია, ცოტათი დაკუთხვილიც. სურვილის შემთხვევაში, გამოცდილი დიზაინერების ხელის ერთი შევლება საკმარისი იქნება და „ლამბოს“ კორპორატიულ სტილსაც ადვილად მოერგება. და მის გამომშვებს ვერც ვერავინ შეედავება „სტრატოსის“ პლაგიატობაში.
რაც შეეხება ძრავებს, ავტოგურმანებისთვის „ლამბოს“ იმ
5.2-ლიტრიანი V10 ძრავის დახასიათება, რომლითაც „გალარდოა“ აღჭურვილი, შეიძლება
ზედმეტიცაა, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ის 542 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი „ლამბორგინისვე“ წარმოების 7-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა
დაკავშირებული, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს.
ბარემ „პარკურების“ (რელიზში ორივესთვის ერთნაირი მონაცემები წერია) გაბარიტებიც: სიგრძე 4 530 მილიმეტრი, სიგანე 2 070 მილიმეტრი, სიმაღლე 1 335 მილიმეტრი. ავტომობილი 1550 კილოგრამს იწონის. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად მას 3.6 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია.

კუპე და როდსტერი „პარკური“ „იტალდიზაინ ჯუჯაროს“
დაარსებიდან 45 წლის იუბილეს მიეძღვნა. რაც შეეხება სახელს, „პარკური“ სპორტის
შედარებით ახალი სახეობაა, რომელიც პარიზში, 1980-იან წლებში ჩაისახა. სახელი ამ
ორ ავტომობილს კარგად შეესაბამება - ისინი პარკურივით მკვირცხლები არიან და
პირველივე დანახვისას ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ მათთვის გზაზე დაუძლეველი წინააღმდეგობა
არ არსებობს.
ავტომობილი 22-დუიმიან ბორბლებზე დგას. მისთვის სპეციალურად შეიმუშავეს საკიდარის ეგრეთ წოდბული მიმწოლ-ბერკეტიანი სისტემა, როგორსაც ფართოდ იყენებენ ფ1-ისა და სხვა ტიპის სარბოლ ავტომობილებში. მაგრამ საკიდარის თავისებურება იმაშია, რომ როკერი არის არა მთლიანი ხისტი დეტალი, არამედ ელექტრონიკით მართვადი დრეკადი ელემენტი. როდესაც მანქანა სწორ გზაზე მოძრაობს, როკერი „ჩაკეტილია“ და ბორბლისგან მიღებულ ვიბრაციებს პირდაპირ გადასცემს ზამბარისა და ამორტიზატორის წყვილს. ცუდ გზაზე კი როკერი თავადაც დრეკადი ელემენტი (რა თქმა უნდა, მისი დრეკადობა შეზღუდულია) ხდება და ამით, საკიდარს არბილებს. სისტემას მთლიანად ელექტრონიკა აკონტროლებს. სხვათა შორის, იმავე ელექტრონიკის დახმარებით, ავტომობილის კლირენსი 210-330 მილიმეტრის დიაპაზონში იცვლება.

No comments:
Post a Comment