დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 30, 2013

ახალი ამბები „ფერარი F150-ის“ შესახებ

New Details on Ferrari F150 Hit the Web after Private Preview, Said to have 950HP
30 იანვარი

„ფერარის“ ერთი ტრადიცია აქვს - სანამ მორიგი სუპერ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს, მას თავის ერთგულ მყიდველს წარუდგენს ხოლმე, რისთვისაც დახურულ ჩვენებას აწყობს. რა თქმა უნდა, დამსწრეთაგან ბევრი ადგილზევე უკვეთავს მორიგ „ნუგბარს“. გავა ცოტა ხანი და ახალ ავტომობილს მთელი მსოფლიო, რომელიმე დიდ გამოფენაზე ნახულობს.

იტალიურმა კომპანიამ ეს ტრადიცია „ენცოს“ შემცვლელის შემთხვევაშიც გააგრძელა. ამ ავტომობილს ამჟამად F150-ად მოიხსენიებენ, თუმცა საბოლოოდ, ინდექსად მიმდევრობის გათვალისწინებით, F70 დარჩება და შესაძლოა, სახელიც ჰქონდეს. ამაზე ჯერ დახურულ ჩვენებაზეც არაფერი უთქვამთ.
ამ შეხვედრიდან ორმა მწირმა ინფორმაციამ და ერთმა ფოტომ, ინტერნეტამდე მიაღწია. ფოტოზე დაფაა აღეჭდილი, რომელიც F150-ის დახურული პრემიერის შესახებ მიგვითითებს. ადგილი - მარანელო. ზევით „ფერარის“ ემბლემა და შუაში - მანქანის ძალიან ზოგადი შტრიხები.
ერთი ინფორმაცია „ფერარის“ ჩატ-გორუმზე გავრცელდა და ის შედარებით ვრცელია. მასში აღნიშნულია, რომ F150 მხოლოდ 499 ცალი დამზადდება, ავტომობილს მხოლოდ სამ ფერში შეღებავენ (რომელთაგან ერთი აუცილებლად წითელი იქნება).
ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, რომელშიც მთავარი V12 ძრავი იქნება. მისი სიმძლავრე 800 ცხენის ძალას (9200 ბრ/წთ-ზე) მიაღწევს. დამტებით 150 ცხენის ძალას სისტემა კერს-ი იძლევა. ასეთი აგრეგატით, F150 ადგილიდან ასის აკრეფას 3 წამში მოასწრებს, ორასს კი - 7 წამში. მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 370 კმ/სთ იქნება. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ მანქანის ტესტირებისას, ფერნანდო ალონსომ ფიორანოს ტრეკზე ერთი წრე წუთსა და 20 წამში გაიარა. ამასთან, არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ამ მანქანით ნურბურგრინგს შვიდ წუთზე ნაკლებში გაივლიან. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს მოძრავი უკანა ანტი ფრთა და დიფუზორი, წონა 1280 კილოგრამია, 200 კმ/სთ-დან სრულ გაჩერებამდე 115 მეტრს გადის.
მეორე ინფორმაცია, რომელიც ფორუმ „ტიმსპიდზე“ გავრცელდა გვატყობინებს, რომ ძრავი მაქსიმალურ მაბრუნ მომენტს, უკვე 1000 ბრ/წთ-ზე ავითარებს, რაც ავტომობილის დინამიკური მახასიათებლებისთვის შესანიშნავი პარამეტრია. V12 ძრავი ფორმულა ერთის ძრავის მსგავს ხმას გამოსცემს, თუმცა ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან ფ1-ის ძრავებს თითქმის ორჯერ მეტი მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი აქვს. „ენცოს“ შემცვლელის ფასი 1.2 მილიონი ევრო ეღირება, მისი მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. შეკვეთილი ავტომობილების მიწოდებას მარანელოელები წლის ბოლოდან შეუდგებიან.

No comments:

Post a Comment