დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 30, 2013

„ფერარიმ“ ახალ ბოლიდს F138 უწოდა


Ferrari’s new car to be named F138
30 იანვარი
„ფერარი“ თავის ახალ მანქანას პირველ თებერვალს გვიჩვენებს. პრეზენტაცია მარანელოში გაიმართება. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ მანქანის სახელია F138. სახელში F „ფერარის“ აღნიშნავს, 13 – 2013 წელს, 8 კი - V8 ძრავს. ფაქტობრივად, ასეთი სახელი, V8 ძრავების გამოყენების ბოლო სეზნს მიეძღვნა, რადგან 2014 წლიდან ძრავების რეგლამენტი იცვლება და ფორმულა ერთი 1.6-ლიტრიან V6 ტურბო ძრავებზე გადავა.

გასული სეზონი „ფერარიმ“ კონსტრუქტორთა პირველობაზე მეორე ადგილით დაასრულა. ასევე მეორეზე გავიდა ფერნანდო ალონსო. არადა, ესპანელმა ჩემპიონატის დიდი ნაწილი ლიდერის რანგში გაატარა.
ფ1 V8 ძრავებს 2006 წლიდან იყენებს. მანამდე მანქანებზე V10 ძრავები იდგა. ახალი რეგლამენტით, თავიდან გათვალისწინებული იყო ოთხცილინდრიან ტურბო ძრავებზე გადასვლა, მაგრამ „ფერარის“ დაჟინებული მოთხოვნით, საბოლოოდ არჩევანი V6 ტურბო ძრავებზე შეჩერდა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება მეორადი ენერგიის გამოყენების ინტენსივობა და სიმძლავრე.
„ფერარის“ ახალი მანქანის ტესტირებას ხერესის ტრეკზე ფელიპე მასა დაიწყებს, ტესტების მეოთხე დღეს მას ესპანელი ტესტ პილოტი პედრო დე ლა როსა შეენაცვლება. რაც შეეხება ალონსოს, ის სატესტო სამუშაოს ბარსელონადან დაიწყებს.

No comments:

Post a Comment