Hybrids outsell many
market segments in 2012, still struggling
30 იანვარი
გასული წელი,
ამერიკის ბაზარზე ძალიან წარმატებული გამოდგა ჰიბრიდული ავტომობილების
სეგმენტისთვის. გამოცემა „უორდს ავტოს“ მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამერიკაში
სულ 427 605 ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 64 პროცენტით
მეტია.
ეს საკმაოდ დიდი
მაჩვენებელია იმისათვის, რომ ჰიბრიდების სეგმენტს სხვა, გაცილებით ძველი და
პოპულარული სეგმენტები ჩამოეტოვებინა უკან. უკან დარჩენილებს შორის აღმოჩნდა
საშუალო ზომის ლუქს ავტომობილები, პატარა ქროსოვერები და უგზოობის ავტომობილების
ზოგიერთი, პატარა სეგმენტი.
მთლიანობაში, ჰიბრიდული
და ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე ავტომობილების სეგმენტზე, ამერიკის მთლიანი
ბაზრის დაახლოებით 3.3 პროცენტი მოდის. შედარებისთვის, 2009 წელს შესაბამისი წილი
მხოლოდ 2.8 პროცენტი იყო. ოღონდ, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ
კატეგორიაშივე შედის ის 100 000-ზე მეტი დიზელისძრავიანი ავტომობილი, რომლებიც
ამერიკაში ძირიტადად „ფოლკსვაგენმა“ და „აუდიმ“ გაჰყიდეს. ამავე ჯგუფში შედის ის
11 0000-ზე მეტი ელექტრომობილი, რომლებიც ნაკლებად ცნობილი კომპანიების
ანგარიშზეა.
ამგვარად, ალტერნატიულ
წყაროზე მომუშავე ავტომობილებს, მთლიანი ამერიკული საავტომობილო ბაზრის 3.0
პროცენტზე ნაკლები უკავია და ახლოსაა იმავე 2009 წლის მონაცემებთან. ამასთან, ისიც
გასათვალისწინებელია, რომ ამ კატეგორიაში თანდათან მატულობს სუფთა
ელექტრომობილების წილი.
No comments:
Post a Comment