4 იანვარი
აზერბაიჯანელი დიზაინერი სამირ სადიკოვი ჩვენს
მკითხველს ალბათ ახსოვს - შარშან მისი კონცეპტუალური „ფერარი ხეზრი“ გაგაცანით (http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/07/blog-post_3402.html),
რომელმაც იტალიური კომპანიის მიერ ჩატარებულ დიზაინის კონკურსში მეორე ადგილი
დაიკავა. ტურინის IED-ის კურსდამთავრებულმა სადიკოვმა ამ კონკურესის შემდეგ, რამდენიმე
თვე „ლამბორგინიში“ იმუშავა, ახლა კი ისევ გამოჩნდა - „კადილაკისთვის“
კონცეპტუალური სედანი, სახელად „C-ვილი“ შექმნა.
ეს არის სადიკოვის თვალით დანახული მომავლის „კადილაკის“
სტილი. კონკრეტულად კი, „C-ვილი“ ამერიკული კომპანიის ყველაზე დიდ მოდელ XTS-ზე
ზორბა, უფრო ელეგანტური და იმავდროულად, აგრესიული გარეგნობის მქონე ავტომობილია,
რომელსაც „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდის ფლაგმანობა მოუხდებოდა.
უნდა ითქვას, რომ „კადილაკმა“ შარშან შესანიშნავი
კონცეპტუალური ავტომობილი გვიჩვენა „სიელის“ სახით, მაგრამ სამწუხაროდ,
მოგვიანებით კომპანიის მარკეტოლოგებმა განაცხადეს, რომ ეს სტილი, სანამ მას სერიულ
მოდელს მოარგებენ, აუცილებლად დამუშავდება. სავარაუდოდ, ამ დამუშავების შემდეგ, ის
მოსაწყენი და არაფრის მომცემი გახდება. გერმანულ პრემიუმ კომპანიებთან
საკონკურენციოდ კი „კადის“ გამორჩეული ინდვიდუალი სჭირდება. თუნდაც ისეთი, როგორიც
უფრო ადრეული კონცეპტი „სიქსტინია“...
ჰოდა, თუ „სიელს“ დამშუავება ელის, კარგი იქნება,
თუ ამ პროცესში, დიზაინრები სადკოვის მიერ შემოთავაზებულ ფორმებსაც მიაქცევენ
ყურადღებას. ასე ამერიკული კომპანია აუცილებლად მოგებული დარჩება...
No comments:
Post a Comment