18 იანვარი
სანამ „ფორდს“ ორი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი,
ელექტრომობილების ბაზარზე დამკვიდრდება, ელექტრომობილი „ნისან ლიფი“ და პლაგ-ინ
ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“ ამ სეგმენტის მოთამაშეებად რჩებიან. იაპონურმა
კომპანიამ ახლახანს მკვეთრად შეამცირა თავისი ელექტრომობილის ფასი, რამაც
გაყიდვები უნდა გამოასწოროს. „ვოლტი“ კარგად იყიდება და როგორც ჩანს, მისი
პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამერიკული კომპანია ამით დაკმაყოფილებას
არ აპირებს.
შარშან ამერიკაში 14.5 მილიონი ავტომობილი გაიყიდა.
მათ შორის მხოლოდ 52 172 იყო ელექტრომობილი (მათ შორის პლაგ-ინ ჰიბრიდული). რა
თქმა უნდა, ეს ზღვაში წვეთია, თუმცა წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტია.
ამის მიუხედავად, ბევრი თვლის, რომ ელექტრომობილების სეგმენტი ვერ ვითარდება.
მაგრამ ასე არ ფიქრობს „ჯენერალ მოტორსის“ ჩრდილოამერიკული შტოს პრეზიდენტი მარკ
რეუსი.
„ელექტრული ავტომობილების ბაზარი არ მომკვდარა.
ჩვენ, „ჯენერალ მოტორსში“ დარწმუნებულები ვართ, რომ ხალხი მიიღებს და დააფასებს
ელექტრომობილებს. ბევრმა უკვე დააფასა. ამას დრო სჭირდება. ბაზრის ტრანსფორმაცია
ერთ დღეში ვერ მოხდება“, - დეტროიტში, „ავტომოტივ ნიუსის“ მსოფლიო კონგრესზე
გამოსვლისას განაცხადა რეუსმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ელექტრომობილების ბაზრის
განვითარებას ხელს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ეს ფაქტორები ერთმანეთზეა
დამოკიდებული. და ამ წინაღობის გადალახვას დრო და ტექნოლოგიების განვითარება სჭირდება.
ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, ასეთი ავტომობილების სიძვირეა. თუმცა, „ნისანის“
მაგალითი გვიჩვენებს, რომ ეს პრობლემა დროთა განმავლობაში დაიძლევა.
რეუსი
აღიარებს, რომ შარშან, ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში არსებულმა პოლიტიკურმა
კონკურენციამ, „შევროლე ვოლტის“ გაყიდვების გასამმაგება (23 461 ცალი გაიყიდა) გამოიწვია.
და ეს მაქსიმუმი არაა. მისი თქმით, შემდეგი თაობის „ვოლტი“ რამდენიმე ათასი დოლარით
იაფი ეღირება, რაც მის პოპულარობას ერთიორად გაზრდის. ფასის შემცირებას კი ელემენტების
ახალი ბლოკისა და უფრო ეფექტური ელექტროძრავების გამოყენებით მიაღწევენ.
No comments:
Post a Comment