დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 18, 2013

ლოებმა ლიდერობა განიმტკიცა

Sebastien Loeb builds Monte Carlo Rally lead over Sebastien Ogier
18 იანვარი

სებასტიან ლოების შეჩერება შეუძლებელია. რთული პირობების მიუხედავად, ფრანგი მრბოლი მაინც ყველაზე სწრაფი და სტაბილურია. ცოტათი, მაგრამ მან თავისი უპირატესობა მესამე დღესაც გაზარდა. მის მდევრებს შორის ბრძოლა კი გამწვავდა. ეს არცაა გასაკვირი - ამჯერად ლოები ტიტულისთვის არ იბრძვის და მისი გამარჯვება არავის არაფერს დააკლებს. ჩემპიონატის რეალური ლიდერი კი ის გახდება, ვინც მეორე ადგილს დაიკავებს.

რბოლის მესამე დღის სამ სპეცმონაკვეთზე, ეკიპაჟებს ცვალებად კონდციებში მოუწია ასპარეზობამ. მშრალ ასფალტს თოვლიანი და ყინულიანი გზები ცვლიდა, ზოგან ბარდნიდა, ზოგანაც ცა მოწმენდილი იყო. ამიტომ, ლოებმაც და მისმა უახლოესმა მდევარმა სებასტიან ოჟიემ ზედმეტ რისკზე უარი თქვეს.
უშეღავათო ბრძოლა მესამე ადგილისთვის გაჩაღდა - ესპანელ დანი სორდოს შეცდომა მოუვიდა, დატრიალდა და დრო დაკარგა, რაც კარგად გამოიყენა რუსმა ევგენი ნოვიკოვმა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, სორდომ შემდგომ სპეცმონაკვეთზე დანაკარგი თითქმის სრულად აინაზღაურა და ახლა რუსს 1.7 წამით ჩამორჩება.
მათ უკან, მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაც გამწვავდა. მიკო ჰირვონენი მუხრუჭებმა გააწამა, რომლებიც რამდენჯერმე გადახურდა. ამის გამო, მას ტემპის დაგდება უხდებოდა. ფინელის პრობლემით, მისმა თანამემამულე იარი-მატი ლატვალამ ისარგებლა, ვინც სისტერონის სპეცმონაკვეთზე, ლოების შემდეგ ყველაზე სწრაფი იყო. რბოლის ბოლო დღის წინ, ორივე მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს.


კლასიფიკაცია 13 სპეცმონაკვეთის შემდეგ
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)      3:36:47.0
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)   + 1:47.4
3. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                  + 3:19.9
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)             + 3:21.6
5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)  + 4:04.9
6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)               + 4:19.1
7. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, ფორდი)                    + 5:15.5
8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                  + 6:18.2
9. ბრაიან ბუფიე (საფრნაგეთი, სიტროენი)            + 8:20.7
10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                  + 18:48.8

No comments:

Post a Comment