დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 11, 2013

„ჰიუნდაის“ გაყიდვების ახალი შეფი ჰყავს

Hyundai Australia CEO Promoted to Head of International Sales
11 იანვარი

„ჰიუნდაი ავსტრალიას“ აწ უკვე ყოფილი შეფი ედვარდ ლი, ჯორეული კომპანიის გლობალური გაყიდვების დივიზიონის უფროსად დაინიშნა. ის ადგილს გაუცვლის ჩულ-ჰვან (ჩარლი) კიმს, ვინც ერთ დროს, „ჰიუნდაის“ ინდურ და ამერიკულ შტოებში მუშაობდა და ახლა ავსტრალიაში გაუძღვება კორეული კომპანიის საქმეებს.

ლი „ჰიუნდაიში“ ახალი კაცია - კორეულ კომპანიაში 2009 წლიდან მუშაობს. ის თავიდანვე კომპანიის ავსტრალიურ შტოს ჩაუდგა სათავეში, რომლის გაყიდვებიც სამი წლის განმავლობაში გააორმაგა(!) – 2008 წელს, „ჰიუნდაიმ“ ავსტრალიაში 45 409 ავტომობილი გაჰყიდა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 91 536-მდე გაიზარდა.
„ავსტრალიაში მუშაობის პერიოდი, ჩემს კარიერაში ყველაზე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დროა. იქ ფანტასტიურ გუნდთან ერთად ვმუშაობდი, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა. სასიამოვნო იყო როგორც „ჰიუნდაის“ ოფისის თანამშრომლებთან მუშაობა, ასევე დილერებთან ურთიერთობაც. შემიძლია ვთქვა, რომ იქ „ჰიუნდაის“ შესანიშნავი პარტნიორები ჰყავს, რაც ჩვენს შედეგებზე აისახებოდა კიდეც. ასევე მადლიერი ვარ ყველასი, ვისთანაც შეხება მქონდა, როგორც „ჰიუნდაის“ ავსტრალიური შტოს მთავარ აღმასრულებელს. ამ შესანიშნავ ქვეყანაში ბევრი მეგობარი შევიძინე და ძალიან ვწუხვარ, რომ იქიდან წამოსვლა მიწევს“, - განაცხადა ლიმ.

No comments:

Post a Comment