16 დეკემბერი
ამჟამად, „ბეემვესთან“ დაკავშირებით, ყველაზე აქტუალური მე-4 სერიის კუპეა, რომლის ოფიციალური წარდგენა მალე დეტროიტის მოტორ შოუზე გაიმართება. თუმცა, ბავარიული კომპანია სხვა ახალ ავტომობილებზეც მუშაობს, რომლებმაც მას პრემიუმ სეგმენტის მწარმოებელთა შორის ლიდერობის განმტკიცებაში უნდა შეუწყოს ხელი.

ასეთებს შორისაა წინაამძრავიანი 1-ლი სერიის GT, რომლის
წარმოება მალე დაიწყება. მის ბაზაზე კი 2016 წელს სედანიც გამოვა, რომელსაც ასევე
წინა წამყვანი ბორბლები ექნება. სავარაუდოდ, ის ყველაზე იაფ მე-3 სერიაზე 4000
ევროთი იაფი ეღირება, ოღონდ ეს პირველი სერიის ოჯახიდან იქნება. მის ბაზაზე კი
ბავარიელები აუცილებლად გამოუშვებენ M-ვერსიას, რომლითაც კონკურენციას „მერსედესის“
CLA45 AMG-ს და „აუდი S3-ს“ გაუწევენ.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალი
ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის
ძალას მიაღწევს. ამასთან, წინასწარ უკვე ცნბილია, რომ ამ ავტომობილზე არ
გამოიყენებენ 3.0-ლიტრიან ტურბოს, რომლის სიმძლავრეც 320 ცხენის ძალაა.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი სერიის ავტომობილები ამჟამად
უკანაამძრავიანია. არსებობს ვარაუდი, რომ ახალი წინაამძრავიანი 1-ლი სერიის
წარმოების დაწყების შემდეგ კლასიკური შეთანწყობის კომპაქტური ავტომობილების ოჯახს
მე-2 სერიას შეარქმევენ. უკანაამძრავიანი 1-ლი სერია კი „მინის“ ახალ ავტომობილებს
თავის შასის და აგრეგატებსაც გაუზიარებს.
No comments:
Post a Comment