დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 16, 2012

1 დოლარად ნაყიდი გუნდის 6 ტიტული (ვიდეო)

How Red Bull Racing Brought Ford's F1 Failure for $1 and went on to Win 6 Titles
16 დეკემბერი
სებასტიან ფეტელს ნათქვამი აქვს: „როდესაც იგებ, გარშემო საგიჟეთია, მაგრამ თუ აგებ, არავის აინტერესებ და საკუთარ თავთან მარტო რჩები“. „რედ ბულ რეისინგი“ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატებში 2005 წლიდან მონაწილეობს და ბოლო სამი სეზონია, პილოტების ტიტულსაც იგებს და კონსტრუქტორებისაც. და რა თქმა უნდა, ყველას ავსტრიული გუნდი აინტერესებს. წაგებული „მაკლარენი“ და „ფერარი“, „წითელი ხარების“ ჩრდილში არიან...
ყველაფერი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჯეკი სტიუარტმა, „ფორდის“ დახმარებით, საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა. „სტიუარტი“ დიდი პრიზების ცირკში 1996 წელს ჩაერთო. სერ ჯეკმა მაშინ ცისფერ ოვალთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ სამ წელიწადში, გუნდი „ფორდმა“ გამოისყიდა და მას „იაგუარი“ დაარქვა, სახელი, რომელიც მას ეკუთვნოდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც „სტიუარტმა“ საუკეთესო სეზონი ჩაატარა.
მაგრამ „იაგუარის“ გამოსვლებმა ოდნავაც ვერ აანაზღაურა ის დახარჯული მილიონები, რომლებიც ამერიკულმ კომპანიამ თავისი პრიტანული ბრენდის იმიჯის წამოსაწევად გაიღო. და ცისფერმა ოვალმაც წერტლი დასვა - თავისი საჯინიბო გასაყიდად გამოიტანა. თან მას სიმბოლური ფასი, 1 დოლარი დაადო. თუმცა, მყიდველს პირობა მოსთხოვა, რომ გუნდის განვითარებისთვის, მომდევნო სამ სეზონზე, 400 მილიონი დოლარი უნდა გამოეყო.
მყიდველიც მალე გამოჩნდა - ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია „რედ ბული“, რომელიც დიტრიხ მატეშიცს ეკუთვნის. გუნდს ისევ შეუცვალეს სახელი და „რედ ბულ რეისინგი“ დაარქვეს. გუნდმა პირველივე სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა. მერე კი მასში ჯერ ედრიან ნიუი მიიყვანეს, შემდეგ მარკ ვებერი და ბოლოს სებასტიან ფეტელი და „წითელი ხარებიც“ მწვერვალების გზას დაადგნენ.
დანარჩენს კი გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი, ედრიან ნიუი, მარკ ვებერი და სებასტიან ფეტელი თავად მოგიყვებიან ამ მოკლე ფილმში...

ვიდეო

No comments:

Post a Comment