Ford aims at GM by showing new F-150 at Detroit
show
18 დეკემბერი
ამერიკაში ავტომობილების ყველაზე პოპულარული კლასი
პიკაპებია, ამ კლასის უპირობო ლიდერი კი „ფორდის“ სერია F-150. საწვავზე ფასების
ზრდამ, ამ კლასის ავტომობილების გაყიდვები ცოტა ხნით შეაფერხა, მაგრამ როგორც კი
კრიზისი დასრულდა, მყიდველმა პიკაპებს ისევ მიაქცია ყურადღება. ამ ტენდენციას
პირველები „კრაისლერი“ და „ჯენერალ მოტორსი“ გამოეხმაურნენ, რომლებმაც „რემ 1500“,
„შევროლე სილვერადო“ და „GMC სიერა“ გამოუშვეს. და აი, „ფორდის“ ჯერც დგება...
ცისფერმა ოვალმა წარმოებისთვის სერია F-150-ის
მე-13 თაობის ავტომობილი მოამზადა, რომელსაც პირველად დეტროიტის მოტორ შოუზე
წარადგენს. როგორც ამერიკული კომპანია ირწმუნება, ახალი პიკაპი, წინამორბედზე 15-20
პროცენტით ეკონომიური იქნება. ეს „ჯენერალ მოტორსის“ სტრატეგიისგან სრულიად
განსხვავებული მიდგომაა - გენერლებმა აქცენტი გაძიერებულ ძრავებზე, გაზრდილ მაბრუნ
მომენტზე, ხმის უკეთეს იზოლაციასა და გაუმჯობესებულ უსაფრთხოებაზე გააკეთეს.
„ფორდი“ იმედოვნებს, რომ F-სერიის ახალი
ავტომობილით, მისთვის ყველაზე მომგებიან სეგმენტში ლიდერობას (რომელიც 30 წელია,
მას ეკუთვნის) შეინარჩუნებს. საწვავის მოხმარების შემცირება კი, უფრო მიაახლოვებს ახალ
სტანდარტებთან, რომლებიც ძალაში 2016 წლიდან შევა. ცნობისათვის, „მორგან სტენლის“
ანალიტიკოსი ადამ ჯონასი ამბობს, რომ გლობალური ბაზრიდან „ფორდის“ მიერ მიღებული
მოგების 90 პროცენტი სწორედ სრულგაბარიტიან პიკაპებსა და მათ ბაზაზე შექმნილ უგზოობის
მოდელებზე მოდის.
„ფორდი“ ახალი F-150-ის
შესახებ ჯერ კონკრეტულ ინფორმაციას არ აქვეყნებს, მაგრამ ცნობილია, რომ ახალი
ავტომობილი, წინამორბედზე დაახლოებით 340 კილოგრამით მსუბუქია, რაც ალუმინის უხვად
გამოყენების შედეგია. კერძოდ, ალუმინისგანაა დამზადებული ავტომობილის კარები, ბორბლების
თაღები და ძარის ბევრი დიდი თუ მცირე ნაწილი. წონის შესამცირებლად ასევე შეიცვალა
მუხრუჭები, ღერძები და სხვა ნაწილები.
გარდა ამისა, „ფორდის“ ინჟინრები მუშაობენ ძრავების
ახალ ოჯახზე, რომელსაც „ნანო“ უწოდეს. ამ ძრავებს V6
არქიტექტურა და შედარებით მცირე ლიტრაჟი ექნება. რაც მთავარია, მათში ტექნოლოგია „ეკობუსტს“
გამოიყენებენ, რომელსაც ამერიკული კომპანია სულ უფრო ინტენსიურად იყენებს. სერია „ნანოს“
ძრავებს შორის, პირველი ბაზარზე (სავარაუდოდ 2016 წელს) 2.9-ლიტრიანი V6
გამოჩნდება.
ავტომობილი,
რომელსაც „ფორდი“ დეტროიტში წარადგენს, არის F-150 XL, რომელსაც უკანა წამყვანი ბორბლები აქვს და
აღჭურვილია 3.7-ლიტრიანი V60
ძრავით, რომელსაც 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უწყვილდება. ამ ძრავით,
ავტომობილს ქალაქში 10 კილომეტრის გასავლელად 13 ლიტრი ბენზინი სჭირდება,
მაგისტრალზე კი ხარჯი 10.2 ლიტრამდე მცირდება.
No comments:
Post a Comment