დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 18, 2012

ალონსო ფ1-ის გუნდების რჩეულია

Formula 1 team bosses vote Fernando Alonso as best driver of 2012
18 დეკემბერი

ფორმულა ერთის გასულ სეზონს რამდენიმე გმირი ჰყავდა, მათ შორის კი გამორჩეულები სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო იყვნენ. ფეტელი ჩემპიონი გახდა, ალონსო კი, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა აშკარად არ აძლევდა ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას, პრაქტიკულად მთელი სეზონის განმავლობაში, ლიდერთა შორის იყო. თანაც, რამდენიმე მოულოდნელი (მისთვისაც კი) გამარჯვებაც მოიპოვა.

და ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ჟურნალ „ავტოსპორტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, რომელშიც მხოლოდ გუნდების შეფები მონაწილეობდნენ, გასული სეზონის საუკეთესო პილოტად ალონსო დასახელდა. გამოკითხვის წესებით, ყოველმა მონაწილემ ათი საუკეთესო პილოტი უნდა დაასახელოს. ამასთან, მრბოლებს ქულები იმავე პრინციპით ეწერებათ, როგორიც ფ1-ში მოქმედებს - 25-18-15-12-10-8-6-4-2-1.
საბოლოოდ, ალონსომ 269 ქულა მოაგროვა და 71 ქულით აჯობა მეორეზე გასულ ფეტელს. ეს კი ამ გამოკითხვის ხუთწლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველ ორ ადგილზე გასულ მრბოლებს შორის ყველაზე დიდი სხვაობაა. ამგვარად, ალონსომ მეორედ მოიგო გუნდების უფროსებს შორის ჩატარებული გამოკითხვა. პირველად მან ეს აღიარება 2010 წელს დაიმსახურა, როდესაც ტიტულისთვის ბრძოლა ასევე ბოლო ეტაპზე დათმო.

ჟურნალ ავტოსპორტის ტოპ 10
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   269
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               198
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            177
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         176
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 104
6. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       66
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            50
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     30
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           30
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          27

No comments:

Post a Comment