დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 28, 2012

„ჰიუნდაი ველოსტერ C3 როლ ტოპ“ – „ველოსტერი“ ასაკეცი სახურავით


Hyundai Opens Veloster's Roof Like a Tin Can to Create C3 Roll Top Concept
28 ნოემბერი
ადრე კაბრიოლეტებს ისეთ ავტომობილებზე ამბობდნენ, რომლებსაც მხოლოდ წინა საყრდენს უტოვებდნენ და სახურავის მოხსნის შემდეგ, მთელი სალონი უშიშვლდებოდათ. მაგრამ ბოლო ხანს მოდაში ბრუნდება ისეთი კაბრიოლეტებიც, რომლებსაც მხოლოდ სახურავის ზედა სიბრტყე ეხსნება, დანარჩენი კი ყველაფერი ხელუხლებელი ჩება. საბოლოოდ კი მისი მოხსნილი სახურავი გახსნილი ზორბა ლუქის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ასეთი ავტომობილის მისაღებად, სედანის ან უფრო ჰეჩბეკის კონსტრუქციაში გადასაკეთებელი ბევრი არაფერია. მთლიანი სახურავის არქონის გამო, ძარას სიხისტე არ ეკარგება და შესაბამისად, მისი გაძლიერებაც არაა საჭირო. არც რბილი სახურავის შესანახი სპეციალური სეგმენტი დაგჭირდებათ - ის იკეცება და უკანა ნაწილში რჩება...
ასეთ კაბრიოლეტებს „ფიატი“ და „სიტროენი“ აწარმოებენ (შესაბამისად, 500C და DS3 კაბრიო) და მალე მათ თავისი ღია „ველოსტერით“, „ჰიუნდაიც“ შეუერთდება. კორეულმა კომპანიამ ლოს ანჯელესის ავტო შოუზე კონცეპტუალური „ჰიუნდაი ველოსტერ C3 როლ ტოპ“ წარადგინა, რომელსაც სამკარიანი კაბრიოლეტის (C3 სწორედ ამის მიმანიშნებელია) თიკუნი მიანიჭა. ოღონდ, ზემოთ ნახსენები მსგავსი ფსევდო კაბრიოლეტებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი სახურავი შეიძლება წინ აკეცოთ, ან უკან.
კორეული კომპანია ამ ავტომობილს გართობის მოყვარულებს სთავაზობს, რომლებსაც ღია ცის ქვეშ ნავარდი განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. და აი, რატომ: როდსაც მის უკანა „კუტი-კარს“ გადახსნით და უკანა სავარძლებს დაკეცავთ, საბარგული დაგრძელდება და მასზე თავისუფლად შეიძლება სერფის დაფის, მოკლე კაიაკისა და ველოსიპედის დამაგრებაც კი. ინჟინრებმა ამისათვის სპეციალური სამაგრებიც კი შეიმუშავეს.

დანარჩენი სიახლეები უმნიშვნელოა. მაგალითად, მრგვალი გამოსაბოლქვი ტყუპი მილი, შეცვლილი ფორმის დიფუზორი, ქრომირებული დეტალები და 18-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც რატომღაც, სხვადასხვა ფერებშია გამოწყობილი...

No comments:

Post a Comment