282mpg Audi city car planned
28 ნოემბერი
„აუდი“ სრულიად ახალ ავტომობილზე მუშაობს, რომელიც
კომპანიის გამაში ყველაზე დაბალ საფეხურს დაიკავებს და ყველაზე ხელმისაწვდომიც
იქნება. რაც მთავარია, ის მყიდველს თავისი წარმოუდგენელი ეკონომიურობითაც
მიიზიდავს - ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარ-ის“ ინფორმაციით, კომპანიაში ამ
ავტომობილს „1-ლიტრიან ავტომობილად“ მოიხსენიებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ასი
კილომეტრის გასავლელად ის სწორედ 1 ლიტრ საწვავს იმყოფინებს.
„აუდის“ ტექნიკური განვითარების შტოს ახალმა შეფმა ვოლფგანგ
დურჰაიმერმა „ავტოქართან“ საუბრისასგანაცხადა, რომ ხელმისაწვდომობის მიუხედავად, „1-ლიტრიანი
ავტომობილი“ კომფორტის ყველა იმ საშუალებით აღიჭურვება, რომლებიც კომპანიის სხვა
ავტომობილებზეც გვხვდება. ამასთან, კომპაქტური ავტომობილი კონცეპტუალური „ქროსლეინ
კუპეს“ (ფოტოზე) სტილში შესრულდება.
„1-ლიტრიანი ავტომობილი“ გერმანული კომპანიის მოდელ
A1-ის მოდიფიცირებულ პლატფორმაზე აიგება. მისი ძარის წარმოებისას უხვად
გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს. იგივე მასალას საკიდარის კონსტრუქციაშიც შევხვდებით.
კარბონის წყალობით, ავტომობილი მსუბუქი იქნება, რაც მის ეკონომიურობას ხელს
შეუწყობს.
თუმცა, ეკონომიურობის განმსაზღვრელი მთავარი მიზეზი
ძრავია. უფრო სწორედ, ჰიბრიდული დანადგარი, რომელშიც მცირელიტრაჟიანი შიდაწვის
ძრავი და ელექტროძრავი შევა. დურჰაიმერის თქმით, შიდაწვის აგრეგატი არ იქნება ის
ორცილინდრიანი დიზელი, რომელსაც „ფოლკსვაგენი“ თავის ძალიან ეკონომიურ XL1-ზე
იყენებს.
დურჰაიმერი
გვპირდება, რომ მისი კომპანია „1-ლიტრიან ავტომობილს“ 2015 წლისთვის გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment