დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 7, 2015

„სუზუკი“ „ფოლკსვაგენთან“ დავის დასრულების მოლოდინში

Suzuki, VW await arbitration decision in dispute
7 ივლისი
„სუზუკი მოტორ კორპორეიშნმა“ გამოაცხადა, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფთან არსებულ უთანხმოებათა გარჩევის პროცესი დასრულებულია და მხარეები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან. იაპონურ კომპანიას იმედი აქვს, რომ საკუთარი აქციების იმ 19.9 პროცენტის გამოსყიდვის უფლებას მოიპოვებს, რომლებიც „ფოლკსვაგენმა“, ადრე გაფორმებული ხელშეკრულებით შეისყიდა.

“ასტონ მარტინი“ ფორმულა 1-ით დაინტერესდა

Aston Martin boss confirms F1 interest
7 ივლისი
„ასტონ მარტინის“ შეფმა ენდი პალმერმა, გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია ფორმულა ერთში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. ცნბისათვის, „ასტონ მარტინი“ დიდი პრიზების ცირკში 1960-იან წლებში ასპარეზობდა, თუმცა რაიმე წარმატება არ ჰქონია.

ევროპის 2016 წლის საუკეთესო ავტომობილის ნომინანტები

Here Are The 2016 European Car Of The Year Nominees
7 ივლისი
ნახევარი წელი გავიდა და კონკურსმა „ევროპის წლის ავტომობილი“, თავისი ნომინანტების სია გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე, სიაში 40 ახალი ავტომობილია, რომლებიც ბაზარზე წელს გამოდის. 1 დეკემბრამდე სია 7 ნომინანტამდე შემცირდება. ამ ავტომობილების სია 14 დეკემბრამდე გამოქვეყნდება. მეორე ეტაპზე კი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც ჟენევის მოტორ შოუზე, 29 თებერვალს გაგვაცნობენ.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ავტომობილებს ავსტრიაშიც გამოუშვებს

Jaguar Land Rover signs deal with Magna Steyr to build cars in Austria
7 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა ავსტრიულ კომპანია „მაგნა შტეირთან“, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ, ბრიტანული კომპანიის ავტომობილების წარმოებას ითვალისწინებს. „მაგნა შტეირი“ თავისი ახალი პარტნიორის მოდელებს თავის გრაცის ქარხანაში გამოუშვებს, სადაც ასევე შეკვეთებით, „მერსედეს-ბენცის“ და „მინის“ ავტომობილებსაც აწარმოებს. „იაგუარ ლენდ როვერს“ გარე პარტნიორი იმის გამო დასჭირდა, რომ მისი სამივე ბრიტანული ქარხანა მაქსიმალურადაა დატვირთული.

Monday, July 6, 2015

პოლონეთის რალი ოჟიემ ზედიზედ მეორედ მოიგო

Rallying-Ogier wins in Poland for second year in a row
6 ივლისი
სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი - პოლონეთის რალი. ეს მსოფლიო ჩემპიონის მიერ ამ სეზონში მოპოვებული მეხუთე გამარჯვებაა, რითაც კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან, ნორვეგიელ თანაგუნდელ ანდრეას მიკელსენთან უპირატესობა 78 ქულამდე გაზარდა. ოჟიემ ზედიზედ მეორედ მოიგო პოლონური ეტაპი და როგორც ჩანს, მორიგ ტიტულს სეზონის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაინაღდებს.

Sunday, July 5, 2015

ჰამილტონმა ბრიტანეთის დიდი პრიზი მესამედ მოიგო

Motor racing-Hamilton wins British Grand Prix in Mercedes one-two
5 ივლისი
ვინ იფიქრებდა, რომ ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლა ასე დაიწყებოდა - ფელიპე მასამ სტარტზევე ორივე „მერსედესს“ უგანა და კარგა ხანს წინ არავინ გაუშვია. უფრო მეტიც, ვალტერი ბოტასმა პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მაინც შეძლო ორივე „მერსედესის“ ჩამოტოვება და თანაგუნდელსაც კი შეუტია... მოკლედ, ასეთი სტარტის შემხედვარე, ეჭვიც კი შეგეპარებოდათ იმაში, რომ წინა რვა რბოლიდან, შვიდი სწორედ სამქიმიანებს აქვთ მოგებული და მათი ორივე პილოტი დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.

Saturday, July 4, 2015

მარკიონეს „ლანჩა დელტა ინტეგრალეს“ გამოშვებას სთხოვენ

Some FCA Execs Are Reportedly Asking Marchionne For A New Lancia Delta Integrale
4 ივლისი
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ფიატ კრაისლერის“ რამდენიმე აღმასრულებელი, ლეგენდარული „ლანჩა დელტა ინტეგრალეს“ ბაზარზე დაბრუნებას მოითხოვს, რომელსაც ბრენდ „ლანჩას“ გამოცოცხლება შეუძლია. „ავტოქარი“ თავისი ინფორმაციის წყაროდ, იტალიურ-ამერიკული კომპანიის თანამდებობის პირებს ასახელებს, რომელთა ვინაობაც არ გამხელილა.

„მუსტანგი“ გაყიდვებში „კამაროს“ ჩაგრავს

Mustang Tramples Camaro In Sales War For the First Time Since 2009
4 ივლისი
და ეს 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ახალი „მუსტანგი“ პირველივე დღიდან პოპულარულია. და ის გლობალური ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ პონი ქარების სეგმენტში, თავის მოძველებულ, თუმცა მაინც ძალიან პოპულარულ „შევროლე კამაროს“ და „დოჯ ჩელენჯერს“ დიდი უპირატესობით სჯობნის.

ჰამილტონი სილვერსტოუნის პოულზე

Motor racing-Hamilton on pole for British Grand Prix
4 ივლისი
მსოფიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელმაც სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა. მან 0.113 წამით აჯობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს და კარიერაში 46-ედ (სეზონში კი მერვედ) აიღებს პოულიდან სტარტს. ბრიტანელმა საუკეთესო წრე, კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველივე ცდაზე დააფიქსირა.

Friday, July 3, 2015

სილვერსტოუნზე უსწრაფესი როსბერგია

Motor racing-Rosberg fastest in British GP practice
3 ივლისი
ბრიტანელი მაყურებლისთვის გასაკვირად და გულდასაწყვეტად, ბრიტანული დიდი პრიზის პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე, საუკეთესო დროები ნიკო როსბერგს ჰქონდა. მისი თანაგუნდელი და ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი კი არასაკმარის სიჩქარეს უჩიოდა. განსაკუთრებით უკმაყოფილო ის მეორე პრაქტიკის შემდეგ იყო, რომელზეც „ფერარის“ ორივე პილოტმა აჯობა.

ჯორჯეტო ჯუჯარომ საკუთარი კომპანია დატოვა

Giorgetto Giugiaro Quits His Company, Audi Buys Remaining Stake
3 ივლისი
საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯარომ, საკუთარი კომპანიის აქციების მის ხელთ არსებული პაკეტიც მიჰყიდა „აუდის“, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი „იტალდიზაინს“ სრულად დაეუფლა. აქციების გაყიდვის პარალელურად, ჯუჯარომ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტიც დატოვა.

„ლამბორგინი“ „ავენტადორ სუპერველოჩე როდსტერს“ გამოუშვებს

Lamborghini Confirms the Arrival of the Aventador Superveloce Roadster
3 ივლისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „ლამბორგინიმ“ გამოაცხადა, რომ „ავენტადორ LP 750-4 სუპერ ველოჩეს“ ღია ვერსიას გამოუშვებს, სახელად „ავენტადორ SV როდსტერ“ (SV - სუპერ ველოჩე). იტალიური კომპანიის შეფ შტეფან ვინკელმანს ახალი ავტომობილის შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის გაგვანდო, რომ სანტ’აგატა ბოლონეზეში მას მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ.

„რედ ბულმა“ შეიძლება საგზაო სუპერ ავტომობილი გამოუშვას

Red Bull Racing road car still possible, says Christian Horner
1 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მალე „რედ ბულმა“ საკუთარი სუპერ ავტომობილის წარმოება დაიწყოს. როგორც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, ფ1-ის ავსტრიული გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და მომავალში ეს გამორიცხული არაა. უფრო მეტიც, „რედ ბულის“ ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის ნათქვამი აქვს, რომ ასეთი ავტომობილის ესკიზებზე უკვე მუშაობს. ჰორნერი ამბობს, რომ ნიუის ამ პროექტზე მუშაობა სურს.

Wednesday, July 1, 2015

რის მილენმა პაიკს პიკი ლატვიური ელექტრომობილით მოიგო

Rhys Millen wins Pikes Peak under all-electric power
1 ივლისი
 პაიკს პიკის წლევანდელი რბოლა, მის ისტორიაში შევიდა - მისი გამარჯვებული ელექტრომობილით მოასპარეზე რის მილენი გახდა. ახალზელანდიელმა მრბოლმა გამარჯვება ლატვიური ელექტრული ღია პროტოტიპით მოიპოვა და ელექტრომობილებისთვის პაიკს პიკის რეკორდიც გააუმჯობესა. 19.99 კილომეტრი მან 9 წუთსა და 07.222 წამში გაიარა. მეორე ადგილიც ელექტრომობილით მოასპარეზე პილოტის საკუთრება გახდა. იაპონელმა ნობუჰირო „მონსტერ“ ტაძიმამ, ხორვატული „რიმაკ e-რანერით“, აღმართის გავლას 9 წუთი და 32.401 წამი მოანდომა.

ტანკი ფორმულა 1-ის ტექნოლოგიით

BAE Systems Are Using Formula One Technology to Make their Tanks Better
1 ივლისი
ტანკი რომ მკვლელობის იარაღი არ იყოს, მასზე ინფორმაციას საავტომობილო გამოცემებში ხშირად ნახავდით. მაგრამ ხანდახან იმის საბაბიც ჩნდება, რომ ტანკზე საავტომობილო გამოცემაშიც დაიწეროს. მითუმეტეს მაშინ, როცა ტანკის კონსტრუქციაში ფორმულა ერთის ტექნოლოგიაა გამოყენებული.